შალვა პაპუაშვილი - „ქართული ქარტიის“ შემდგენი და ხელმომწერები ამბობენ, რომ ბანანის რესპუბლიკა ვართ - მგონი, ნამეტანი მაღლა ავიდა ქალბატონი სალომე და დაგვყურებს ხალხს, როგორც შეუმდგარ ერს და შეუმდგარ სახელმწიფოს

ქართული ქარტიის“ შემდგენი და ხელისმომწერი ვინცაა, ყველა ამბობს, რომ ქართველი ხალხი ვართ ბანანის რესპუბლიკა - მისი [სალომე ზურაბიშვილის] ცნობილი გამონათქვამია, რომ „ხალხთან მაგრამ, ცოტა მაღლაო” და მგონი, ნამეტანი მაღლა ავიდა ქალბატონი სალომე და დაგვყურებს ჩვენ ქართველ ხალხს, როგორც შეუმდგარ ერს და შეუმდგარ სახელმწიფოს, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა “ქართულ ქარტიაზე” საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, პრეზიდენტმა საქართველო „არანორმალურ ქვეყნად გამოაცხადა”.

„ეს ე.წ ქარტია, რომელიც ამბობს, რომ ტექნიკური მთავრობა უნდა შეიქმნას ერთი წლით, ფაქტობრივად, არის დოკუმენტი, რომელიც ამ პოზიციაზე მართალია, ჩვენი მხრიდან იმპიჩმენტ მხარდაჭერილმა, მაგრამ ფორმალურად პრეზიდენტის პოზიციაზე მყოფმა ადამიანმა შეადგინა და საქართველო გამოაცხადა ბანანის რესპუბლიკად. საქართველოს და ქართველ ხალხს თურმე არ შეუძლია აირჩიოს ხელისუფლება, რომელიც ამ ქვეყანას 4 წელი მართავს; თურმე დროებითი კონგლომერატები უნდა შეიქმნას. ასეთი რამ შეიძლება 90-იანი წლების დასაწყისში გვქონდა, როდესაც რაღაც საბჭოები იქმნებოდა დესტაბილიზებულ ქვეყანაში. ამ დოკუმენტის შემდგენი და ხელისმომწერი ვინცაა, ყველა ამბობს, რომ ქართველი ხალხი ვართ ბანანის რესპუბლიკა, რომელსაც არ გვაქვს უნარი, რომ ჩვენი ხელისუფლება ავირჩიოთ და მან, დემოკრატიულად არჩეულმა ხელისუფლებამ, დემოკრატიულ ვადაში მართოს ქვეყანა. აქვე ჩანს როგორ ხედავს ის [სალომე ზურაბიშვილი] ქართველ ხალხს. მისი ცნობილი გამონათქვამია, რომ „ხალხთან მაგრამ, ცოტა მაღლაო” და მე მგონი, ნამეტანი მაღლა ავიდა ქალბატონი სალომე და დაგვყურებს ჩვენ ქართველ ხალხს, როგორც შეუმდგარ ერს, შეუმდგარ სახელმწიფოს, რომელსაც იმის უნარიც კი არ გვაქვს, რომ ხელისუფლება ავირჩიოთ; რომ გვქონდეს ის დემოკრატიული ვადები, რომელიც ნორმალურ ქვეყნებში არის. ამით არანორმალურ ქვეყნად გამოგვაცხადა”, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება