შალვა პაპუაშვილი - დღეს სალომე ზურაბიშვილს მიხეილ სააკაშვილი ჩანაცვლებული ჰყავს - სააკაშვილი ციხეშია და იქიდან იძლევა ინსტრუქციებს და ამ ინსტრუქციებს უკვე ტრიბუნით ზურაბიშვილი აჟღერებს

დღეს მას [სალომე ზურაბიშვილს] მიხეილ სააკაშვილი ჩანაცვლებული ჰყავს - მიხეილ სააკაშვილი ციხეშია და იქიდან იძლევა ინსტრუქციებს და ამ ინსტრუქციებს უკვე ტრიბუნით სალომე ზურაბიშვილი აჟღერებს და ხელმძღვანელობს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილის მტკიცებით, „ამნისტიის“ კანონპროექტზე სალომე ზურაბიშვილის ხელმოწერა ჯერ კიდევ არ არის, რადგან პრეზიდენტს მსჯავრდებულებისთვის არ სცალია.

„როგორც ჩანს, სალომე ზურაბიშვილს მსჯავრდებულებისთვის არ სცალია, არც მოქალაქეების წუხილისთვის. ის დაკავებულია წინასაარჩევნო პერიპეტიებით და მისი ძირითადი ვალდებულება, რაც არის ამისთვის არ სცალია. ეს ახალი არ არის, ამ ტენდენციებს ვხედავთ. სალომე ზურაბიშვილი კონსტიტუციის დამრღვევი პრეზიდენტია და ეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომელსაც როგორც ვნახეთ, ისიც აღიარებს.

ერთადერთი მიზეზი, რატომაც ის ჯერ კიდევ პრეზიდენტის თანამდებობას იკავებს, ეს არის მიხეილ სააკაშვილის მხარდაჭერა „ნაციონალური მოძრაობის“ სახით, რომელმაც მას იმპიჩმენტის დროს, ეს თანამდებობა შეუნარჩუნა. რისთვის შეინარჩუნა? - ჩვენ მაშინაც ვამბობდით, რომ ეს მხოლოდ რადიკალური დღის წესრიგისთვის სჭირდებოდათ - ქალბატონი სალომე. ვხედავთ, რისთვისაც შეინარჩუნა - შეინარჩუნა იმისთვის, რომ ამის შემდეგ ნიკა გვარამია შეეწყალებინა, შეინარჩუნა იმისთვის, რომ ამ პროცესებში ჩარეულიყო რადიკალური დღის წესრიგის სახით და ფაქტობრივად, დღეს მას მიხეილ სააკაშვილი ჩანაცვლებული ჰყავს. მიხეილ სააკაშვილი ციხეშია და იქიდან იძლევა ინსტრუქციებს და ამ ინსტრუქციებს უკვე ტრიბუნით სალომე ზურაბიშვილი აჟღერებს და ხელმძღვანელობს“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება