ნინო ლომჯარია - ხელისუფლებაში განგაშია და ცდილობენ ნახონ, რაიმე მექანიზმები, რითაც შეაჩერებენ სადამკვირვებლო მისიების საქმიანობას - რეალურად, ეს არის საქართველოში პოლიტიკური გამოხატვის აკრძალვა და შეზღუდვა

ეს მიანიშნებს, რომ ხელისუფლებაში განგაშია და ცდილობენ ნახონ, რაიმე მექანიზმები, რითაც შეაჩერებენ სადამკვირვებლო მისიების საქმიანობას - ხელისუფლებას შეეშინდა კოალიციური დაკვირვების და იმ დასკვნების, რომელიც დაიდება, - ასე გამოეხმაურა „საქართველოს ევროპული ორბიტის“ ხელმძღვანელი, ნინო ლომჯარია, ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის, რაჟდენ კუპრაშვილის განცხადებას.

მისი თქმით, მმართველმა პარტიამ, სასამართლოსა და ანტიკორუფციული ბიუროს კოორდინაციული მუშაობით, ორგანიზაციები, რომლებიც საზოგადოებას ევროპული სიკეთეების შესახებ ესაუბრებიან, პოლიტიკური პარტიების მარეგულირებელ კანონმდებლობას დაუქვემდებარეს.

„პოლიტიკური გაერთიანების შესახებ" კანონი ამბობს, რომ გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე არის ორგანიზაცია ან პირი, რომელიც საჯაროდ გააკეთებს განცხადებას, რომ მას ხელისუფლებაში მოსვლის სურვილი აქვს. ეს არის კანონის მიერ დადგენილი პროცედურა, ხოლო სასამართლომ და ანტიკორუფციულმა ბიურომ ერთმანეთთან კოორდინაციით შეცვალეს საქართველოს კანონმდებლის ნება და თქვეს, რომ - მხოლოდ ის კი არ არის საკმარისი, რომ გაცხადებული მიზანი არსებობდეს ხელისუფლებაში მოსვლის, არამედ ნებისმიერი აზრი, რომელსაც ლობირებს და შეუძლია საზოგადოებრივი განწყობების ფორმირება და ჩამოყალიბება, ეს პოლიტიკური საქმიანობაა და ადამიანი თუ ორგანიზაცია უნდა გაუთანაბრდეს პოლიტიკურ პარტიას. რეალურად, ეს არის საქართველოში პოლიტიკური გამოხატვის აკრძალვა და შეზღუდვა და, რაც, რა თქმა უნდა, არაკონსტიტუციურია.

მათ ჩათვალეს, რომ „აირჩიე ევროპული მომავალი“ ეს არის საზოგადოებრივი აზრის ფორმირებისკენ მიმართული კამპანია, რომელიც ეწინააღმდეგება ან აზიანებს მმართველი პარტიის ინტერესებს და შესაბამისად, ჩათვალეს, რომ ეს კამპანია პოლიტიკურია და ორგანიზაციები და ადამიანები, პოლიტიკური პარტიების მარეგულირებელ კანონმდებლობას დაუქვემდებარეს.

ეს მიანიშნებს, რომ ხელისუფლებაში განგაშია და ცდილობენ ნახონ, რაიმე მექანიზმები, რითაც შეაჩერებენ სადამკვირვებლო მისიების საქმიანობას.

ეს გადაწყვეტილება იყო მიღებული იმიტომ, რომ ხელისუფლებას შეეშინდა კოალიციური დაკვირვების და იმ დასკვნების, რომელიც დაიდება. მათ ვერ გაითვალისწინეს, რომ ერთ ორგანიზაციაზე დარტყმით, ვერ შეაჩერებს ამ ინიციატივის განხორციელებას. ვიცოდით, რომ კონკრეტულ ორგანიზაციებზე იქნებოდა დარტყმა და იქნებოდა მათი საქმიანობის შეჩერების მცდელობა“, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

ცნობისთვის, ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილებით, ეკა გიგაურისა და ხათუნა ლაგაზიძის ორგანიზაციები „გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტები“ არიან და მათზე „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონი უნდა გავრცელდეს. ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელის რაჟდენ კუპრაშვილის განცხადებით, მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა, რომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო" და მისი აღმასრულებელი დირექტორი, აქტიურად არიან ჩართული წინასაარჩევნო კამპანიაში, რომელიც მიზნად ისახავს, როგორც კონკრეტული პოლიტიკური პარტიების მხარდაჭერის, ასევე კონკრეტული პოლიტიკური პარტიის მხარდაჭერისგან თავის შეკავების მოწოდებებს.

ბუნდესტაგის წევრი რობინ ვაგენერი - ჩვენ არ გვსურს საქართველოს მოსახლეობის დასჯა, თუმცა ცხადად ვაცხადებთ, რომ ამ კურსით არ იქნება ევროკავშირში გაწევრიანება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.10.2024
ვახტანგ ძაბირაძე - თუ  არჩევნების შემდეგ რუსეთს საქართველოში სიტუაციის არევა აწყობს, იგი ამის გაკეთებას შეეცდება, მას ამისთვის სამხედრო ძალის შემოყვანა არ დასჭირდება, აქ მეხუთე კოლონა საკმაოდ ძლიერი ჰყავს
„ბიბლუსში“ გიორგი კეკელიძის წიგნის „დედა და ილია“ საჯარო წარდგენა გაიმართება
Samsung-ის ფესტივალი დაიწყო - განაახლე ტექნიკა საუკეთესო შეთავაზებით
თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზნესისთვის, რომელიც დროს და რესურსებს დაგიზოგავს
„სილქ დეველოპმენტი“ ბათუმის შუაგულში ახალ პროექტს აანონსებს
„ბანკი ქართუს“ მიერ დაფინანსებული ახალი პროექტი - ბოლნისში თანამედროვე სტანდარტების საავადმყოფო გაიხსნა
კოლიერსის გუნდის შეფასება და ლოპოტა სპა რეზორტის  ახალი ეტაპი