ზურაბ ჭიაბერაშვილი - პარტნიორებს ერთადერთი ინტერესი აქვთ, რომ ქართველმა ხალხმა თავისუფალ და სამართლიან გარემოში გამოხატოს პოლიტიკური ნება და აირჩიოს მთავრობა, რომელიც სურს - ნათელია, რომ არჩევნებში “ქართული ოცნება” მარცხდება

ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს საქართველოში ერთადერთი ინტერესი აქვთ, ეს არის ის, რომ ქართველმა ხალხმა თავისუფალ და სამართლიან გარემოში გამოხატოს თავისი პოლიტიკური ნება და აირჩიოს მთავრობა, რომელიც მათ სურთ , - ამის შესახებ “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” საგარეო მდივანმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა ევროპის საბჭოს სადამკვირვებლო მისიის წევრებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

როგორც ჭიაბერაშვილმა აღნიშნა, დელეგაციასთან შეხვედრაზე საუბრის თემა შეეხებოდა წინა საარჩევნო გარემოს.

“შეხვედრაზე საუბარი იყო იმ გარემოზე, რომელსაც “ქართული ოცნება” ქმნის, ეს არის სიძულვილის ენით დატვირთული, ზიზღისა და სიძულვილის გაღვივებით, ქართული საზოგადოების დაპირისპირებისკენ მიმართული კამპანია, პოლიტიკური დევნა, სააკაშვილის პატიმრობა თვალსაჩინო მაგალითია.

ჩვენი გზავნილი მეგობრებისადმი არის, რომ ჩვენ გვინდა საზოგადოების გამთლიანება, 12-წლიანი ზიზღის დასრულება და ქვეყანა წავიდეს წინ. ჩვენი დღის წესრიგია, ქვეყანა დავაბრუნოთ ევროპულ გზაზე.

კარგია, რომ ჩვენი საერთაშორისო მეგობრები კარგად იცნობენ საქართველოს, ქვეყანაში არსებულ მდგომარეობას. “ქართულ ოცნებასთან” დაკავშირებით ყველა ილუზია დამსხვრეულია და ამას ვხედავთ აშშ-დან ბოლო დროს მომდინარე ახალი ამბებით, რომელიც სანქციებს უკავშირდება. ეს არავის უხარია, ჩვენი მეგობრები ამას იძულებით აკეთებენ. ჩვენი მთავარი ამოცანაა უმტკივნეულოდ გავიაროთ ეს 4 კვირა და ქვეყანას ჰყავდეს ახალი მთავრობა. სრულიად ნათელია, რომ ამ არჩევნებში “ქართული ოცნება” მარცხდება”,- განაცხადა ჭიაბერაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში