ილია დარჩიაშვილი - პრემიერ-მინისტრი ევროპის საბჭოს ახალ გენერალურ მდივანს შეხვდება და ორმხრივ ფორმატში თანამშრომლობას განიხილავს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი აშშ-ში, კერძოდ ნიუ-იორკში ვიზიტისას აგრძელებს შეხვედრებს. დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრს ექნება ევროპის საბჭოს ახალ გენერალურ მდივანთან შეხვედრის გამართვის შესაძლებლობა, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ევროპის საბჭო საქართველოსთვის მნიშვნელოვანი პლატფორმაა და მათთან აქტიურად მუშაობს ხელისუფლება.

"ახალ გენერალურ მდივანს რა თქმა უნდა, აქვს თავისი პრიორიტეტები, რომელსაც ის მომავალი წლების განმავლობაში განახორციელებს და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრს აქვს შესაძლებლობა მასთან შეხვედრის. ვფიქრობ, რომ შეხვედრის ფარგლებში იქნება განხილული ორმხრივ ფორმატში საქართველო- ევროპის საბჭოს თანამშრომლობა. ევროპის საბჭო არის ორგანიზაცია, სადაც ჩვენ ძალიან აქტიურად ვმუშაობთ პარტნიორებთან ერთად იმისთვის, რომ საქართველომ კიდე უფრო ძლიერად განაგრძოს იმ პრიორიტეტების განხორციელება, რომელიც ჩვენ ორგანიზაციასთან გვაქვს დასახული", - განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
ზვიად კორძაძე იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარედ აირჩიეს
„ბაკურიანი” გიორგი მიქაუტაძესთან ერთად, ახალ ლიმიტირებულ შეფუთვას წარმოგიდგენთ
ვეტცელი 1908 - ბაზისბანკი თანამედროვე სტუმარ-მასპინძლობის გასტრონომიური სახლის მხარდამჭერია
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა