Sky News - სანქციების მიუხედავად ძვირადღირებული მანქანები რუსეთში საქართველოს გავლით შედის

სანქციების მიუხედავად ძვირადღირებული მანქანები რუსეთში საქართველოს გავლით შედის. ამის შესახებ გამოძიებას ბრიტანული ტელეარხი Sky News-ი ავრცელებს.

Sky News-ის ინფორმაციით, მათ საქართველოში ბრიტანული და ევროკავშირის სანქციებით აკრძალული მანქანების რუსეთში საქართველოს გავლით შეყვანის „რთული, მაგრამ დახვეწილი სქემა“ აღმოაჩინეს.

Sky News-ის გამოძიების თანახმად, ადამიანების ერთ ჯგუფს მანქანების თბილისის შოურუმებიდან, ფოთის ან ბათუმის პორტებიდან რუსეთის საზღვრამდე, კერძოდ, ლარსის გამშვებ პუნქტთან მიყვანა ევალება.

„მანქანების სასაზღვრო პუნქტთან მიყვანის შემდეგ, მათ იქ რამდენიმე დღით ტოვებენ, ვიდრე შესაბამისი დოკუმენტაცია მზადდება. დოკუმენტაციას თავისი პრობლემები აქვს: ევროპული ქვეყნების მიერ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შემოღების შემდეგ, საქართველომ რუსეთში მანქანების გაგზავნაზე საკუთარი აკრძალვებიც შემოიღო, თუმცა, მანქანების საზღვარზე გადასაყვანად რამდენიმე საშუალება მაინც არსებობს", - ნათქვამია რეპორტაჟში.

Sky News-ი აღწერს საშუალებებს, თუ როგორ ხდება რუსეთში ავტომობილების შეყვანა.

"ერთ-ერთი გზაა მანქანების სომხეთში რეგისტრირება და განბაჟება, სადაც მათ სატრანზიტო სარეგისტრაციო ნომრები ეძლევათ, რის შემდეგად ისინი ლარსის გამშვებ პუნქტთან მიჰყავთ. ვინაიდან, საქართველოს მოქალაქეებს რუსეთში შესვლა უვიზოდ შეუძლიათ (და პირიქით), მანქანის საზღვარზე გადაყვანა ძალიან მარტივდება.

გამოცემა აღნიშნავს, რომ ამ მეთოდით, პიროვნებას, რომელსაც მანქანა რუსეთში გადაჰყავს, რაიმე კონკრეტული დანაშაულის ჩადენაში ვერ დაადანაშაულებ, თუმცა მთლიანი სქემა სანქციებისთვის გვერდის ავლას წარმოადგენს. ასევე, ამ გზით რუსეთში გადაყვანილი მანქანები საბაჟო მონაცემებში არ ჩანს”, - ნათქვამია რეპორტაჟში.

აღინიშნება, რომ ამ გზით რუსეთში BMW-ს, Lexus-ის, Mercedes-ის, Range Rover-ის, Porsche-ს და Lamborghini-ის ძვირადღირებული მოდელები შედის.

ბუნდესტაგის წევრი რობინ ვაგენერი - ჩვენ არ გვსურს საქართველოს მოსახლეობის დასჯა, თუმცა ცხადად ვაცხადებთ, რომ ამ კურსით არ იქნება ევროკავშირში გაწევრიანება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.10.2024
ვახტანგ ძაბირაძე - თუ  არჩევნების შემდეგ რუსეთს საქართველოში სიტუაციის არევა აწყობს, იგი ამის გაკეთებას შეეცდება, მას ამისთვის სამხედრო ძალის შემოყვანა არ დასჭირდება, აქ მეხუთე კოლონა საკმაოდ ძლიერი ჰყავს
„ბიბლუსში“ გიორგი კეკელიძის წიგნის „დედა და ილია“ საჯარო წარდგენა გაიმართება
Samsung-ის ფესტივალი დაიწყო - განაახლე ტექნიკა საუკეთესო შეთავაზებით
თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზნესისთვის, რომელიც დროს და რესურსებს დაგიზოგავს
„სილქ დეველოპმენტი“ ბათუმის შუაგულში ახალ პროექტს აანონსებს
„ბანკი ქართუს“ მიერ დაფინანსებული ახალი პროექტი - ბოლნისში თანამედროვე სტანდარტების საავადმყოფო გაიხსნა
კოლიერსის გუნდის შეფასება და ლოპოტა სპა რეზორტის  ახალი ეტაპი