ალეკო ელისაშვილი - რუსების ყმობა „ქართულ ოცნებას“ სუვერენული ქცევა ჰგონია - თან აგინებენ დასავლეთს და თან იქ უნდათ კარგი ცხოვრება, სად დადიან „საგულაოდ“, ვორონეჟში თუ ნიჟნი-ტაგილში? - ყოველ შაბათ-კვირას ევროპაში არიან

რუსების ყმობა „ქართულ ოცნებას“ სუვერენული ქცევა და ქმედება ჰგონია. რუსეთის აგენტურა არიან პირდაპირ და დაუფარავად, - ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტიკური სტუდია“ საქართველოს ხელისუფლებაზე საუბრისას განაცხადა.

ალეკო ელისაშვილის თქმით, „ქართული ოცნება“ იმეორებს იმას, რასაც რუსები ლაპარაკობენ და ასევე, მხოლოდ რუსები იწონებენ მათ განცხადებებს.

ელისაშვილმა ისაუბრა „ქართული ოცნების“ დამოკიდებულებაზე დასავლეთის მიმართაც და აღნიშნა, რომ ხელისუფლება „თავის ზომა-წონას“ ვერ საზღვრავს.

„იმერეთში „ჭიპლიკიას" ეძახიან ტიპს, რომელიც თავის ზომა-წონას ვერ საზღვრავს. ძალიან პატარა რომ ხარ და ძალიან დიდ ტიპს ეჭიმები, აი, მაგას ეძახიან „ჭიპლიკიას" და „ქართული ოცნების“ საქმე არის „ჭიპლიკიასავით". პატარა, დეკორატიული ძაღლები რომ არიან, მაგრამ ძალიან ავები, თავის ზომა-წონა რომ არ იციან, მაგრამ კავკასიურ ნაგაზს და როტვეილერს რომ უყეფენ ხოლმე, ეგრეა „ქართული ოცნების“ საქმეც.

რუსების ყმობა მაგათ სუვერენული ქცევა და ქმედება ჰგონიათ. რუსეთის აგენტურა არიან პირდაპირ და დაუფარავად. რასაც რუსები ლაპარაკობენ, ესენიც იმას იმეორებენ და ესენი რასაც იტყვიან, მარტო რუსები უწონებენ.

ძალიან მნიშვნელოვანია ლუსტრაციის კანონის მიღება, მაგრამ ახლა მიდის ღია ლუსტრაცია, თვითლუსტრაცია. ნომრიანი აგენტები რომ იყვნენ, ახლა ამოტივტივდნენ ყველანი. როგორც ჩანს ესენი არიან „ათაბაბადან" დანომრილები ჯერ „კაგებეს“ და შემდეგ „ეფესბეს“ მიერ. ესენი არიან ღია აგენტურა და ამიტომ უპირისპირდებიან აშშ-ს და ევროკავშირს“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ ლიდერები „თან აგინებენ ამერიკას და თან კარგი ცხოვრება იქ უნდათ“.

ელისაშვილის მტკიცებით, საქართველოს პარლამენტის ისტორიაში ყველაზე ღარიბი დეპუტატია.

„ღარიბაშვილის შვილი სად სწავლობს, ოკრიბას „მარშუტკასავით" რომ მიატრიალა ის თვითმფრინავი, ჩვენი ფულით რომ წაახრიგინა და ლამის უნივერსიტეტის პარკინგზე რომ დასვა? სად სწავლობენ ასევე? ევროპაში. სად აქვთ ქონება? ყველაზე ღარიბი დეპუტატი ვარ საქართველოს პარლამენტის ისტორიაში. არ მეამაყება სიღარიბე, მაგრამ ის მეამაყება, რომ ათი წელია პოლიტიკურ პროცესში ვარ, 2014 წელს გავხდი საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი საბურთალოდან, მაგრამ არ გავმდიდრებულვარ, რა ქონებაც მქონდა, ის ქონება მაქვს. მე მინდა, რომ ჩემი შვილები ღარიბები არ იყვნენ და შეძლონ, რომ გამდიდრდნენ, მაგრამ შეხედეთ ხელისუფლების წარმომადგენლებს ქონება სად აქვთ: პარიზი, ბარსელონა, ლონდონი და ა.შ. სად დადიან „საგულაოდ“, ვორონეჟში, თუ ნიჟნი-ტაგილში? ყოველ შაბათ-კვირას ევროპაში დადიან. კარგი უნდათ ევროპისგანაც და ამერიკისგანაც, მაგრამ თან აგინებენ იმიტომ, რომ მდიდრები არიან და ქონში ცურავენ“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე