ირაკლი კობახიძე გენერალური ასამბლეის 79-ე სესიის მონაწილე ქვეყნების ლიდერების პატივსაცემად გაეროს გენერალური მდივნის მიერ გამართულ ოფიციალურ მიღებას დაესწრო

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გაეროს გენერალური მდივნის, ანტონიო გუტიერეშის ოფიციალურ მიღებას დაესწრო, რომელიც გაეროს გენერალური ასამბლეის 79-ე სესიის მონაწილე ქვეყნების ლიდერების პატივსაცემად გაიმართა.

ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობს ადმინისტრაცია ავრცელებს.

გაეროს გენერალური ასამბლეის 79-ე სესიის გენერალური დებატები დღეს გაიხსნა და 30 სექტემბრამდე გაგრძელდება. გენერალური დებატების ფარგლებში, გაეროს ტრიბუნიდან მსოფლიო ლიდერებს 25 სექტემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი მიმართავს.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს
„ვისოლმა“ დუშეთში „ვიგოს“ ავტოგასამართი სადგური გახსნა
PSP საქართველოში 2026 მონაცემებითაც სააფთიაქო ბაზრის ლიდერია