გაეროში რუსეთის წარმომადგენელი - რუსეთი გააგრძელებს სპეციალურ სამხედრო ოპერაციას უკრაინაში თუ დასავლეთი არ მოგვცემს საშუალებას, მშვიდობიანად დავაღწიოთ თავი ამ „სიმსივნურ წარმონაქმნს“ - კიევის ამჟამინდელ რეჟიმს

რუსეთი გააგრძელებს სპეციალურ სამხედრო ოპერაციას უკრაინაში, თუ დასავლეთი კიევის რეჟიმის მშვიდობიანი გზით მოშორების საშუალებას არ მოგვცემს, - ამის შესახებ გაერო-ში რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა, ვასილი ნებენზიამ გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„ჩვენ ყოველთვის პატივისცემით ვეპყრობოდით უკრაინელებს, ის ჩვენი მოძმე ერია, რომელთანაც განუყოფელი ისტორიული კავშირები გვაკავშირებს, მაგრამ თუ დასავლური ბანაკი არ მოგვცემს საშუალებას, თავი დავაღწიოთ ამ „სიმსივნურ წარმონაქმნს“, რომელსაც წარმოადგენს კიევის ამჟამინდელი რეჟიმი, მშვიდობიანად, ჩვენ გავაგრძელებთ სპეციალურ სამხედრო ოპერაციას მანამ, სანამ მისი ამოცანები სამხედრო გზით არ გადაწყდება“, - აღნიშნა ნებენზიამ.

მისი მტკიცებით, რუსეთი ყოველთვის მზად იყო უკრაინასთან მშვიდობიანად ეცხოვრა, სანამ ის არ გადაიქცა "ნეონაცისტურ რუსოფობიურ სახელმწიფოდ ნატო-ს სამხედრო ბლოკში გაწევრიანების გეგმებით".

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე