სერგო ჩიხლაძე - იმ ლიდერების ადგილი, ვინც აღარიბებენ, იზოლაციაში აქცევენ ხალხს, ცივილიზებული სამყაროს გვერდით არ არის - 31 დღეში კობახიძეობა, ღარიბაშვილობა, პაპუაშვილობა და ეს ქართული სირცხვილი დასრულდება

ეს არ არის მოულოდნელობა იმიტომ, რომ იმ ადამიანის და იმ ლიდერების ადგილი, ვინც აღარიბებენ საკუთარ ხალხს, მსოფლიო ლიდერების და ცივილიზებული სამყაროს გვერდით არ არის,- ამის შესახებ „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა სერგო ჩიხლაძემ განაცხადა, როდესაც ისაუბრა ინფორმაციაზე, რომ აშშ-ს პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მიღებაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძის მიწვევა პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გააუქმა.

„ეს არ არის მოულოდნელობა იმიტომ, რომ იმ ადამიანის და იმ ლიდერების ადგილი, ვინც აღარიბებენ საკუთარ ხალხს, კორუფციაში არიან ჩართული, იზოლაციაში აქცევენ საკუთარ ხალხს და ქართველი ხალხის ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედებენ, მათი ადგილი მსოფლიო ლიდერების და ცივილიზებული სამყაროს გვერდით არ არის. ამიტომ გასაკვირი აქ არაფერია, თუმცა კარგი არის ის, რომ 31 დღეში ეს კობახიძეობა, ღარიბაშვილობა, პაპუაშვილობა და ეს ქართული სირცხვილი დასრულდება. 31 დღის მერე საქართველოს ეყოლება ხელისუფლება, რომელიც ნამდვილად ქართველ ხალხს წარმოადგენს”, - განაცხადა ჩიხლაძემ.

მან ასევე ისაუბრა, აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში დაგეგმილ შეხვედრაზე ორპარტიულ კანონპროექტის, „ქართველი ხალხის აქტის“ განხილვაზე.

„ეს არის ამერიკელი ხალხის მიერ გამოწვდილი დახმარების ხელი, უნიკალური შანსი იმისა, რომ აშშ-სთან თავისუფალი ვაჭრობა მივიღოთ, საქართველოში მილიარდობით დოლარის ინვესტიცია შემოვიდეს და საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობა მივიღოთ. ამ უნიკალური შანსის განხილვაა დღეს დაწყებული აშშ-ს სენატში. ამის ფონზე, როგორი კონტრასტია, რომ აშშ-ში იმყოფება ანტიქართველი ირაკლი კობახიძე, მთავრობის წარმომადგენელი, რომელიც აღარიბებს საქართველოს, რომლის ქმედებების გამო ასი ათასობით ქართველი ყოველწლიურად გარბის საქართველოდან და რომელიც უკიდეგანო კორუფციაშია ჩართული“-განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

რაც შეეხება საქართველოს პრემიერ-მინისტრის გაეროში გამოსვლას, სერგო ჩიხლაძის მოსაზრებით, ამ გამოსვლაზე ირაკლი კობახიძე არაფერს იტყვის ისეთს, რაც ქართველი ხალხის ინტერესშია.

„თუ რამეს გააჟღერებს კობახიძე, ისევ და ისევ, ეს იქნება ერთ კაცზე, ბიძინა ივანიშვილზე და მის ინტერესებზე ორიენტირებული და არა, სამწუხაროდ, საქართველოს და ქართველი ხალხის ინტერესებზე. ირაკლი კობახიძე ისევე, როგორც მთელი მისი მთავრობა, არის ანტიქართული, ანტიხალხური მთავრობა“, - განაცხადა ჩიხლაძემ.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო