შალვა პაპუაშვილი - ერთადერთი მოლოდინი, რაც მაქვს კონგრესისგან და სენატისგან, გამოიძიონ 2020 წელს ვინ იყო ჩართული პარალელური დათვლის შედეგების მანიპულაციაში, მნიშვნელოვანია ვიცოდეთ USAID-ს რა როლი ჰქონდა და მაშინდელი ელჩი რა დონეზე იყო ჩართული

მანამ, ვიდრე კონგრესი თუ სენატი არ გამოიძიებს 2020 წელს პარალელური დათვლის ყალბი შედეგების გავრცელებაში ამერიკის ხელისუფლების წარმომადგენლების როლს და კერძოდ USAID-ის როლს PVT-ის მანიპულირებული შედეგების გავრცელებაში, ნებისმიერი ასეთი სახის გადაწყვეტილება არ არის სერიოზული, - ასე უპასუხა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა კითხვას, რას ელის აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის 25 სექტემბერს დაგეგმილ შეხვედრაზე ორპარტიული კანონპროექტის, "ქართველი ხალხის აქტის" განხილვის შედეგად.

როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, თუ დადასტურდება, რომ ყოფილმა ელჩმა იცოდა, რომ პარალელური დათვლის შედეგები იყო მცდარი და ამას ხელს აფარებდა, ეს თავდაყირა დააყენებს ფასილიტაციის და მედიაციის პროცესის კეთილსინდისიერებას.

„მანამ, ვიდრე კონგრესი თუ სენატი არ გამოიძიებს 2020 წელს პარალელური დათვლის ყალბი შედეგების გავრცელებაში ამერიკის ხელისუფლების წარმომადგენლების როლს და კერძოდ USAID-ის როლს PVT-ის მანიპულირებული შედეგების გავრცელებაში, ნებისმიერი ასეთი სახის გადაწყვეტილება არ არის სერიოზული და კეთილსინდისიერი. ერთადერთი მოლოდინი, რაც მე მაქვს კონგრესისგან და სენატისგან, გამოიძიონ 2020 წელს ვინ იყო ჩართული ამერიკის ხელისუფლების წარმომადგენლებიდან პარალელური შედეგების მანიპულაციის საკითხში და მნიშვნელოვანია ვიცოდეთ USAID-ს რა როლი ჰქონდა მაშინ და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ მაშინდელი ელჩი რა დონეზე იყო ჩართული ამ საკითხში, რა იცოდა ან რა არ იცოდა, ვინაიდან მაშინდელი ელჩი იყო ფასილიტატორი ოპოზიცია- ხელისუფლებას შორის და თუკი დადასტურდება, რომ ყოფილმა ელჩმა იცოდა, რომ პარალელური დათვლის შედეგები იყო მცდარი და ამას ხელს აფარებდა, ეს თავდაყირა დააყენებს ფასილიტაციის და მედიაციის პროცესის კეთილსინდისიერებას, მათ შორის, კიდევ ერთხელ დაგვანახებს 19 აპრილის შეთანხმების წინაპირობები რამდენად კეთილსინდისიერი იყო მხარეების მხრიდან.“- განაცხადა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი 25 სექტემბერს დაგეგმილ შეხვედრაზე ორპარტიულ კანონპროექტს, "ქართველი ხალხის აქტს" განიხილავს.

"ქართველი ხალხის აქტი" სხვა საკითხებთან ერთად, იმ პირებისთვის სავიზო შეზღუდვებს/სანქციებს ითვალისწინებს, რომლებიც ევროატლანტიკურ გზაზე საქართველოს წინსვლას ხელს უშლიან, ასევე ხაზს უსვამს აშშ-ის სენატის ვალდებულებას, რომ ბოლო დროს განვითარებული მოვლენების ფონზე საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებას მხარი დაუჭიროს.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
ზვიად კორძაძე იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარედ აირჩიეს
„ბაკურიანი” გიორგი მიქაუტაძესთან ერთად, ახალ ლიმიტირებულ შეფუთვას წარმოგიდგენთ
ვეტცელი 1908 - ბაზისბანკი თანამედროვე სტუმარ-მასპინძლობის გასტრონომიური სახლის მხარდამჭერია
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა