შალვა პაპუაშვილი - ადგილი აქვს პირდაპირ ჩარევას საქართველოს შიდა პოლიტიკურ საკითხებში - მოვუწოდებ ყველას, იმ სტანდარტში მაინც ჩაეტიონ, რა სტანდარტსაც სხვებს უყენებენ

როდესაც დასავლური სამყარო რუსეთთან იმის გამოა დაპირისპირებული, რომ რუსეთი გაერო-ს წესდებით გათვალისწინებულ ჩაურევლობის პრინციპს არღვევს და სხვა ქვეყნის შიდა საკითხებში ერევა, თავად არ უნდა იქცეოდე ისე, რის წინააღმდეგაც სიტყვით იბრძვი! - მოვუწოდებ ყველას, მინიმუმ იმ სტანდარტში მაინც ჩაეტიონ, რა სტანდარტსაც სხვებს უყენებენ! - ეს განცხადება მედიასთან დღეს, პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა გააკეთა.

პაპუაშვილის თქმით, ამერიკელი და ევროპელი პოლიტიკოსების მხრიდან ადგილი აქვს საქართველოს შიდა პოლიტიკურ საკითხებსა და საარჩევნო პროცესში ჩარევას, რაც მისივე აზრით, „მხოლოდ პოლიტიკური ესთეტიკის საკითხი არ არის“.

„გარე ჩარევასთან დაკავშირებით გავასაჯაროვეთ 21 დღის განმავლობაში გაკეთებული 90 განცხადება - აიღონ ეს განცხადებები, ევროპელი და ამერიკელი პოლიტიკოსების სახელები და გვარები რუსული სახელითა და გვარით შეცვალონ და შემდეგ დაფიქრდნენ, ამას უწოდებენ თუ არა ჩარევას.

რა თქმა უნდა, ადგილი აქვს საარჩევნო პროცესში ჩარევას, რაც მხოლოდ პოლიტიკური ესთეტიკის საკითხი არ არის. ეს გახლავთ საერთაშორისო სამართლის ერთ-ერთი ფუძემდებლური პრინციპის - ჩაურევლობის პრინციპის დარღვევაა, რაც გაერო-ს წესდებითაა გარანტირებული.

ადგილი აქვს პირდაპირ ჩარევას საქართველოს შიდა პოლიტიკურ საკითხებში - უცხოელი პოლიტიკოსები ჩამოდიან და ამა თუ იმ მხარის პოლიტიკურ პოზიციებს იკავებენ. ეს არის ამომრჩეველზე და ამომრჩევლის ნების ფორმირებაზე გავლენა, რაც ანტიდემოკრატიული ქმედებაა.

მოვუწოდებ ყველას, მინიმუმ იმ სტანდარტში მაინც ჩაეტიონ, რა სტანდარტსაც სხვებს უყენებენ, რათა დავრწმუნდეთ, რომ ეს სტანდარტები კეთილსინდისიერად არის წამოყენებული და არა ფარისევლურად“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
არმაზ ახვლედიანი - „ქართულმა ოცნებამ“ ისეთ დღეში ჩაიგდო თავი, რომ იმ უიშვიათეს შემთხვევაშიც კი, როცა ის შესაძლოა, მართალიცაა, მისი აღარავის სჯერა
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო