გია ვოლსკი - არ მესმის, რატომ მოჰყვა გააფთრებული განცხადებების მთელი კასკადი - ანტიკორუფციული ბიურო არა „ქართული ოცნების“, არამედ საზოგადოების ინტერესს გამოხატავს

მე არ მესმის, რატომ ატყდა ეს გააფთრებული განცხადებების მთელი კასკადი - ანტიკორუფციული ბიურო არა „ქართული ოცნების“, არამედ საზოგადოების ინტერესს გამოხატავს და იცავს იმ კანონს, რომელიც ყველასთვის მისაღები და გასაგებია, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილების კომენტირებისას აღნიშნა.

მისი თქმით, ეს აჟიოტაჟი ემსახურება გარკვეული ნეგატიური პროცესების წარმოშობას და ეს სხვა არაფერია, თუ არა მავნებლობა.

„მე არ მესმის, რატომ ატყდა, რამ წარმოშვა ეს გააფთრებული განცხადებების მთელი კასკადი. არასამთავრობო ორგანიზაციებს ეუბნებიან პოლიტიკაში ერევითო. არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებსაც არასდროს დაუმალავთ, რომ ერევიან პოლიტიკაში. ფულსაც ხარჯავენ და ყველა განცხადება არის პოლიტიკური, რაზეც ანტიკორუფციულს ჰქონდა საუბარი. ასე რომ, ანტიკორუფციული არა „ქართული ოცნების“ ინტერესს გამოხატავს ამ შემთხვევაში, არამედ საზოგადოების და იცავს იმ კანონს, რომელიც ყველასთვის მისაღები და გასაგებია. აქედან გამომდინარე, ეს აჟიოტაჟი ემსახურება გარკვეული ნეგატიური პროცესების წარმოშობას, ნეგატიური დამოკიდებულების, დაძაბული ატმოსფეროს შექმნას. ეს სხვა არაფერია, თუ არა მავნებლობა, რომელიც შეიძლება არასამთავრობო ორგანიზაციას კიდევ ერთი ნიშნით ახასიათებდეს,“ - განაცხადა ვოლსკიმ.

ცნობისთვის, ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილებით, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“, მისი დირექტორი ეკა გიგაური, ასევე ორგანიზაცია „აირჩიე ევროპა“, მისი დირექტორი ხათუნა ლაგაზიძე და თანადამფუძნებლები ცნობილ იქნენ გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტებად და მათზე „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ“ ორგანული კანონის მესამე თავით გათვალისწინებული შეზღუდვები გავრცელდება.

როგორც ბიუროს ხელმძღვანელმა რაჟდენ კუპრაშვილმა განაცხადა, ამ ორ ორგანიზაციას და მათ ხელმძღვანელებს დაევალათ, 5 დღის ვადაში ბიუროს

წარუდგინონ ფინანსური ანგარიშები, ასევე გახსნან და წარადგინონ ინფორმაცია იმ საბანკო ანგარიშების რეკვიზიტებზე, რომელიც საარჩევნო მიზნებისთვის გამოიყენება.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება