საგარეო საქმეთა სამინისტროში დავით ზალკალიანის მიერ აშშ-ის ელჩის თანამდებობის დატოვების შესახებ ინფორმაციას უარყოფენ

საგარეო საქმეთა სამინისტროში ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს ელჩის, დავით ზალკალიანის მიერ თანამდებობის დატოვების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებენ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგარეო უწყებაში განუცხადეს, ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს.

„ინფორმაცია დავით ზალკალიანის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ არ შეესაბამება სიმართლეს“,- აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.

ცნობისთვის, მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, აშშ-ში საქართველოს ელჩმა, დავით ზალკალიანმა თანამდებობა დატოვა. როგორც „მთავარი არხის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, დავით ზალკალიანმა თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც აშშ-ში ვიზიტით მყოფ პრემიერ-მინისტრ, ირაკლი კობახიძესთან კონფლიქტი მოუვიდა. გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, კონფლიქტი ელჩსა და პრემიერს შორის, აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან შეხვედრების გაუქმებას მოჰყვა.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
„არდი“ და Amadeo ბიზნესების ფინანსური მართვის გასაძლიერებლად პარტნიორობას იწყებენ
Skillwill-ი Anthropic-ის Claude Partner Network-ს შეუერთდა - AI Literacy ყველა აკადემიური პროგრამის განუყოფელი ნაწილი იქნება