ბადრი ჯაფარიძე - რაჟდენ კუპრაშვილი დაკავებულია არა კორუფციული ფაქტების გამოვლენით, არამედ ოპოზიციური პარტიების დევნით - კუპრაშვილის მიხედვით რობერტ დენირო და ტეილორ სვიფტიც პოლიტიკური აქტორია

კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელი, რაჟდენ კუპრაშვილი დაკავებულია არა კორუფციული ფაქტების გამოვლენით, არამედ ოპოზიციური პარტიების და არასამთავრობო ორგანიზაციების დევნით.

მისივე თქმით, რაჟდენ კუპრაშვილი არის პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის მიერ მართული.

„მინდა შევაფასო რაჟდენ კუპრაშვილი, რომელიც დაკავებულია არა კორუფციული ფაქტების გამოვლენით, არამედ ოპოზიციური პარტიების დევნით, მათ პირად ცხოვრებაში ჩარევით. ასევე, არასამთავრობო ორგანიზაციების დევნით არის გამორჩეული. მისი ლოგიკით ნებისმიერი ადამიანი, რომელიც მხარს უჭერს ამა თუ იმ პოლიტიკურ ძალას უნდა ჩაითვალოს პოლიტიკურ აქტორად. მაგალითად: აშშ-ში ასეთი არის მსახიობი, რობერტ დენირო. რაჟდენ კუპრაშვილის მიხედვით რობერტ დენიროც პოლიტიკური აქტორია. ასევე, ტეილორ სვიფტიც, რომელმაც ახლახან ერთ-ერთ კანდიდატს მხარი დაუჭირა. ჩვენ ვსაუბრობთ ადამიანზე, რომელსაც არანაირი ნება თავისი არ აქვს და ის არის პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის მიერ მართული, რომლის ამოცანაა ანტიკორუფციული ბიურო განსხვავებული აზრის მქონე ადამიანების დევნისთვის გამოიყენოს და არა კორუფციული ფაქტების გამოსავლენად“, - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
„არდი“ და Amadeo ბიზნესების ფინანსური მართვის გასაძლიერებლად პარტნიორობას იწყებენ
Skillwill-ი Anthropic-ის Claude Partner Network-ს შეუერთდა - AI Literacy ყველა აკადემიური პროგრამის განუყოფელი ნაწილი იქნება