ჯაბა სამუშია საერთაშორისო ქართველოლოგიური კონგრესის მუშაობაში მონაწილეობდა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ საერთაშორისო ქართველოლოგიური კონგრესის გახსნაში მიიღო მონაწილეობა.

ამის შესახებ ინფორმაციას თსუ ავრცელებს.

უნივერსიტეტის ცნობით, IV საერთაშორისო ქართველოლოგიურ კონგრესში ცნობილი ქართველი და უცხოელი ქართველოლოგები მონაწილეობენ იაპონიიდან, დიდი ბრიტანეთიდან, თურქეთიდან, რუმინეთიდან, შვედეთიდან, იტალიიდან. კონგრესის გახსნას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლები, მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

ღონისძიებაზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ჯაბა სამუშიამ ქართველოლოგიის განვითარებისა და უცხოეთში არსებული ქართველოლოგიური ცენტრების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„ეს არის დარგი, რომელიც ჩვენი მოსავლელი და მოსაფრთხილებელია. ამ მიმართულების განვითარებისთვის აუცილებელია საერთო სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება. ჩვენ მზად ვართ, მეცნიერებათა აკადემიასთან და სხვა უნივერსიტეტებთან ერთად შევიმუშაოთ სტრატეგია ქართველოლოგიური მეცნიერების განვითარებასთან დაკავშირებით“, - განაცხადა ჯაბა სამუშიამ.

მისი თქმით, მსოფლიოს ბევრი უნივერსიტეტი ინტერესდება ქართველოლოგიური ცენტის გახსნით. ბევრ უნივერსიტეტში უკვე არის ასეთი ცენტრები, სადაც ასწავლიან ქართულ ენას, კულტურას, საქართველოს ისტორიას.

„საერთაშორისო ქართველოლოგიური კონგრესის მიზანია ქართული ენის, კულტურისა და ისტორიის დაცვა და პოპულარიზაცია. ასევე, ქართველოლოგიის სფეროში მომუშავე უცხოელი და ქართველი მეცნიერების შეკრება და ამ მიმართულებით მიღწეული სიახლეების გაცნობა.

კონგრესი 2015 წლიდან ყოველ სამ წელიწადში ერთხელ იმართება საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ორგანიზებით. კონგრესის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარეა აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოსი როინ მეტრეველი“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
ზვიად კორძაძე იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარედ აირჩიეს
„ბაკურიანი” გიორგი მიქაუტაძესთან ერთად, ახალ ლიმიტირებულ შეფუთვას წარმოგიდგენთ
ვეტცელი 1908 - ბაზისბანკი თანამედროვე სტუმარ-მასპინძლობის გასტრონომიური სახლის მხარდამჭერია
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა