ნიკოლოზ სამხარაძე გაერთიანებული სამეფოს საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელს შეხვდა

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე საქართველოში ვიზიტად მყოფ გაერთიანებული სამეფოს საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების საქმეთა სამინისტროს აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორს, ქრის ალანს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, შეხვედრაზე განიხილეს საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის არსებული თანამშრომლობა და საპარლამენტო დონეზე ურთიერთობების განვითარების პერსპექტივები.

ნიკოლოზ სამხარაძემ ბრიტანელ სტუმარს ქვეყნის საგარეო პოლიტიკაზე, ევროკავშირში ინტეგრაციაზე, ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში არსებულ ვითარებაზე, შიდა პოლიტიკასა და წინასაარჩევნო პროცესებზე მიაწოდა ინფორმაცია.

მხარეებმა, ასევე, მიმოიხილეს რეგიონული უსაფრთხოების გარემო და არსებული გამოწვევები.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე მარიამ ლაშხი და საქართველოში გაერთიანებული სამეფოს ელჩი გარეტ უორდი”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ლევან ლორთქიფანიძე - ნისლი გაფანტულია - „ქართული ოცნების“ საგარეო და საშინაო პოლიტიკა სულ უფრო ცხადი და განსაზღვრული ხდება, ივანიშვილი საზოგადოებას უზარმაზარი მორალური კომპრომისისთვის ამზადებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა