გიორგი რუხაძე - ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელი ორი კვირა უკანონოდ იქექებოდა ჩვენს დოკუმენტებში, რომ “გაეპრავებინა” ბრძანება, რაც გამოსცა - რატომ გახდა აუცილებელი დღეს? - რომ გაგვაჩერონ, გაგვაჩუმონ, ლიანდაგიდან გადაგვაგდონ

ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელი ორი კვირა უკანონოდ იქექებოდა ჩვენს დოკუმენტებში, რომ “გაეპრავებინა" ბრძანება, რაც გამოსცა - რატომ გახდა აუცილებელი დღეს? - რომ გაგვაჩერონ, გაგვაჩუმონ, ლიანდაგიდან გადაგვაგდონ, - ამის შესახებ ორგანიზაცია “აირჩე ევროპას” დამფუძნებელმა გიორგი რუხაძემ "პალიტრანიუსის" გადაცემა “რეზიუმეში” განაცხადა.

რუხაძემ ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელის რაჟდენ კუპრაშვილის განცხადებას სიცრუე უწოდა, ასევე განმარტა, რატომ არ არის სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაცია საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტი.

“კანონი განმარტავს, რა არის საარჩევნო სუბიექტი, ანუ გაცხადებული სარჩევნო მიზნის მქონე პირი. ეს არის ადამიანი ან ორგანიზაცია, რომელიც მონაწილეობს არჩევნებში და არჩევნებში მონაწილეობის გზით სურს ხელისუფლებაში მოსვლა, შემდეგ ამისთვის იყენებს რესურსს და შემდეგ განცხადებას, რომ ამ მიზანს მოემსახუროს. ცალკე აღებული, მე რომელიმე პარტიას ვუჭერ თუ არა მხარს, ეს არ ნიშნავს, რომ საარჩევნო სუბიექტი ვარ და ეს ჩემი აგიტაციის უფლებაა, რასაც საქართველოს კონსტიტუცია მაძლევს. ეს იმიტომ არის უკანონო და იმიტომ არის საშიში, რომ ნებისმიერი ადამიანი, ამ შემთხვევაში ჩემს მაგალითზე ვიტყვი - მე თუ 7 წელია, ღიად ვამბობ, რომ “ქართული ოცნება” არის ის ძალა, რომელსაც ამ ქვეყნისთვის ცუდი რაღაცები მოაქვს, ან პირიქით, მითქვამს, რომ რომელიმე პარტიას დავუჭიროთ მხარი, მაგრამ, რატომღაც დღეს, როდესაც არჩევნები მოვიდა, როდესაც “ქართულ ოცნებას” უჭირს, როდესაც ჩვენ ვცდილობთ, რომ პროევროპელი ამომრჩეველი მაქსიმალურად გავააქტიუროთ და მივიყვანოთ საარჩევნო უბანთან, მაშინ აღმოჩნდა ორგანიზაცია “აირჩიე ევროპა” და სხვა ორგანიზაციები, თურმე, საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტები.

როგორი განცხადებაც არ უნდა გაგვეკეთებინა, სულ რომ დედა გვეგინებინა “ქართული ოცნებისთვის” ეთერებიდან და გვექო ოპოზიცია, ცალკე აღებული ეს არ არის საკმარისი იმისთვის, რომ ჩვენ გავხდეთ პოლიტიკური პარტია და დაგვაქვემდებარონ იმ ფინანსურ შეზღუდვებს, რომელიც ეხება პოლიტიკურ პარტიებს. ეს არის ადამიანის გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა.

გვეხება უკვე ფინანსური რეგულაციები, რომლის მიხედვითაც გვეკრძალება საერთაშორისო დაფინანსების მიღება, საჩუქრის მიღება კონკრეტულ ფასს ზემოთ, საჩუქრის გაცემა, მამაჩემმა რომ ფული ჩამირიცხოს, იძულებული ვარ, დავადეკლარირო ეს ყველაფერი, აბსოლუტურად სხვა სივრცეში გადავდივართ და რატომ, როდესაც კანონით ჩვენ ეს არ გვეხება და რატომ გახდა ეს აუცილებელი დღეს? იმიტომ, რომ გაგვაჩერონ, იმიტომ, რომ გაგვაჩუმონ, ლიანდაგიდან გადაგვაგდონ, იმ საქმის კეთება შეგვიზღუდონ, რასაც ვაკეთებთ და გადავიდეთ ამ იურიდიული მექანიზმებით ბრძოლაში და ჩვენი ტვინისა და ენერგიის ნაწილი დავხარჯოთ ამაზე.

ეს საკითხი რაჟდენ კუპრაშვილის ბრიფინგით არ დაწყებულა. 6 სექტემბერს გამოსცა ანტიკორუფციულმა ბიურომ ბრძანება, რომლითაც მოითხოვა ჩვენი საბანკო ანგარიშები. მიმართა ჯერ სასამართლოს პირველ ინსტანციას, სასამართლომ ზუსტად ნახევარ საათში დაუკმაყოფილა ეს მოთხოვნა, წავიდა და ბანკებიდან ჩვენი პირადი ანგარიშები გამოითხოვა უკანონოდ. დღეს ბატონი კუპრაშვილი ცრუობს, როდესაც ამბობს, რომ ხუთ დღეს გვაძლევს დოკუმენტების მისაცემად და მერე მიმართავს ბანკებს - 6 სექტემბერს მიმართა ბანკებს და 7 სექტემბერს მიიღო ეს ინფორმაცია. ორი კვირა უკანონოდ იქექებოდა ჩვენს დოკუმენტებში, რომ შემდეგ “გაეპრავებინა” ის ბრძანება, რომელიც 6 სექტემბერს გამოსცა”, - განაცხადა რუხაძემ.

იან კელი - აშშ-ს პრეზიდენტის მიღებაზე მიწვევას არ ვუუქმებთ მთავრობებს, რომლებსაც მეგობრად ვთვლით
ქართული პრესის მიმოხილვა 03.10.2024
კორნელი კაკაჩია - ანტიდასავლური და ანტიამერიკული რადიკალიზმით და საზოგადოების გამყოფი იაფფასიანი პოპულიზმით „ქართულმა ოცნებამ“ საკუთარი თავი, პრაქტიკულად, ჩიხში მოაქცია
2024 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელია ნათია უჩავა
4 და 5 ოქტომბერს წინანდლის მამული „Grand Jury Du Vin”-ის რიგით მეორე ღვინის სიმპოზიუმს უმასპინძლებს
„მაკდონალდს საქართველოს“ უახლესი ეკო სტანდარტებით აღჭურვილი ორი ახალი რესტორანი შეემატა
საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერთა ასოციაციისა და კომპანია მონაცემთა დაცვის ოფიცრის დამფუძნებლებმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო კონგრესში მიიღეს მონაწილეობა
როგორ დავიფინანსოთ სწავლა - უპრეცედენტო შეთავაზება სტუდენტებს
ქართულ მედია სივრცეში ახალი ონლაინ გამოცემა Urban Media გამოჩნდა