უნგრეთისა და სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრები სერგეი ლავროვს შეხვდნენ

უნგრეთისა და სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრები რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს შეხვდნენ.

სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, იურაი ბლანარი სოციალურ ქსელში წერს, რომ რუს კოლეგასთან მოლაპარაკებები ნიუ - იორკში, გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში გამართა და მასთან სხვა საკითხებთან ერთად ენერგეტიკული უსაფრთხოების სფეროში სლოვაკეთის ინტერესები განიხილა.

მისივე თქმით, სერგეი ლავროვს რუსული მხარის თხოვნით შეხვდა.

„ასევე, უკრაინაში კონფლიქტთან დაკავშირებით სლოვაკეთის თანმიმდევრული პოზიცია კიდევ ერთხელ გავიმეორე, ხაზი გავუსვი საერთაშორისო სამართლის დარღვევასა და მშვიდობიანი გადაწყვეტის აუცილებლობას“, - აღნიშნა სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ამასთან, უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ განაცხადა, რომ სერგეი ლავროვთან შეხვედრაზე უნგრეთის „მშვიდობის მიმართ პოზიცია“ კიდევ ერთხელ დაადასტურა და „ცეცხლის შეწყვეტის, სამშვიდობო მოლაპარაკებებისა და ომის დასრულების იმედი“ გამოთქვა.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს