„ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს“ დირექტორის მოადგილე - ქვეყანაში ცოფის დაავადების გამოვლინება ძალიან შემცირდა, დაახლოებით 70%-ით - მიმდინარე წელს 2 შემთხვევით შემოვიფარგლეთ

ქვეყანაში ცოფის დაავადების გამოვლინება ძალიან შემცირდა, დაახლოებით 70%-ით - მიმდინარე წელს 2 შემთხვევით შემოვიფარგლეთ, - ამის შესახებ „ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს“ დირექტორის მოადგილემ, ზვიად ასანიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, 2011 წლამდე თუ ცოფის ათეულობით შემთხვევა იყო, 2011 წლიდან ერთეულ შემთხვევებს არ აღემატება.

„ზოგადად, ცოფის ვირუსს გარკვეული პერიოდულობით პიკები ახასიათებს, კერძოდ მომატება და კლება. ქვეყანაში ვეტერინარული სამსახურების გაძლიერების, შესაბამისი კომპეტენტური ორგანოების მიერ ჩატარებული პროფილაქტიკურ-საკარანტინო ღონისძიებების დამსახურებით, ქვეყანაში ცოფის დაავადების გამოვლინება ძალიან შემცირდა, დაახლოებით 70%-ით. გამონაკლისი არც თბილისია. 2011 წლამდე თუ ათეულობით შემთხვევა იყო, 2011 წლიდან ერთეულ შემთხვევებს არ აღემატება. მიმდინარე წელს 2 შემთხვევით შემოვიფარგლეთ. იმედი გვაქვს, რომ მეტი გამოვლინება არ მოხდება.

ჩატარებულია და შესაბამისი პროფილაქტიკურ-საკარანტინო ღონისძიებები მიმდინარეობს. ცხოველები იცრებიან როგორც თავშესაფარში, ასევე იმ არეალში, სადაც ცოფის გამოვლინება იყო. სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად პერიოდულად ვავლენთ ისეთ ზონებს, სადაც გარეული ცხოველების მეტ-ნაკლებად მომატებული რაოდენობა შეინიშნება, იქ ვაქცინაცია ერთობლივად მიმდინარეობს. შემიძლია, გითხრათ, რომ ყოველწლიურად რამდენიმე ათასი ცხოველი იცრება. მუნიციპალურ თავშესაფარს ცოფზე ვაქცინაციის გარეშე არცერთი ცხოველი არ ტოვებს”, - განაცხადა ასანიშვილმა მედიაჰოლდინგ „კვირაში“.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს