მიხეილ ყაველაშვილი „ქართული ოცნების“ საარჩევნო ბანერებზე - ეს არის არსებული რეალობა, „ფოტოშოპით“ შექმნილი კი არაა

ბანერებზე აქვთ პრეტენზია - ბანერებს შეხედეთ, ეს არის არსებული რეალობა, „ფოტოშოპით“ შექმნილი კი არაა, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ დეპუტატმა, მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა, რითაც „ქართული ოცნების“ ახალ ბანერებთან დაკავშირებით დასმულ კითხვას უპასუხა.

მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლებას რომ რუსეთისთვის სანქციები დაეწესებინა, უკრაინაში მოხალისეები და იარაღი გაეგზავნა, იგივე რეალობა იქნებოდა საქართველოში, რაც უკრაინაშია.

„რა დღეშია უკრაინა. ამდენი დევნილი, ამდენი მსხვერპლი, ამდენი განადგურებული ქალაქი, სოფელი... ეს ბანერები ამას გულისხმობს. ქვეყანა, რომელიც ამ ომის ქარცეცხლშია გახვეული, წარმოიდგინე, იმის შურს საქართველოს პრეზიდენტს და საქართველოს მოქალაქეებს ეუბნება, რომ ჩვენ ჩამოვრჩებით უკრაინას. ასეთი სამარცხვინო გზავნილია. საქართველოს მოქალაქეებმა ხომ თავის თავზე განიცადეს. ჩვენს ზურგზე გავიარეთ. [უკრაინაში] ომის დაწყების დღიდან აქ რომ მიტინგები იყო რას მოგვიწოდებდნენ? შევერთებოდით სანქციებს, გაგვეშვა მოხალისეები, გაგვეგზავნა იარაღი. პირდაპირი მოწოდება იყო ომში ჩართვის...

რა თქმა უნდა, მეორე მხარეს რუსეთია, მაგას გეუბნებით. თქვენი პატრონები რომ მომიწოდებენ მე ომში ჩავერთო რუსეთთან, ამაზე მაქვს საუბარი. ჩვენ რომ ეს განგვეხორციელებინა იგივე რეალობა იქნებოდა, რაც უკრაინაშია. შენ რომ მომიწოდებ, რომ სანქციებს შევუერთდე, მოხალისეები გავუშვა, იარაღი გავუგზავნო, ომში ჩავერთო, იგივე რეალობა იქნებოდა საქართველოს ქალაქებში, რა რეალობაც არის უკრაინაში. ამას გულისხმობს ეს ბანერები და ძალიან კარგად იგებს ჩვენი საზოგადოება," - განაცხადა ყაველაშვილმა.

დღეს, დილით ქუჩებში პარტია “ქართული ოცნების“ ახალი საარჩევნო ბანერები გამოჩნდა, რომელსაც აწერია “არა ომს! აირჩიე მშვიდობა!“. ბანერები ორ ნაწილად არის გაყოფილი. ბანერის ერთ მხარეს უკრაინაში რუსეთის მიერ განადგურებული ქალაქები, შენობები, ინფრასტრუქტურული ნაგებობია ასახული, ხოლო მეორე მხარეს საქართველოს ქალაქები. დაბომბილი უკრაინის ქალაქები წარმოდგენილია შავ-თეთრი ფოტოთი, ხოლო საქართველო - ფერადით.

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ