ნინო ლაცაბიძე - ცენტრალური ხელისუფლების მხარდაჭერით შეძენილი ახალი ტექნიკის გამოყენებით, კიდევ უფრო ეფექტური გახდება ჩვენი შრომა, ჩვენი ქალაქი კი უფრო სუფთა და მოწესრიგებული

ახალი საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის პარალელურად, რუსთავის მერიამ, ქალაქის მოვლა- პატრონობისთვის საჭირო სპეციალური ტექნიკა შეიძინა და „რუსთავსერვის ცენტრის" ტექნოპარკი განაახლა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსთავის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ახალი ტექნიკის პრეზენტაციას, რომელიც მე-7 მე-8 მიკრორაიონის ახლად რეაბილიტირებულ გზაზე მოეწყო, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი დოხტურიშვილი, პარლამენტარები ირაკლი შატაკიშვილი და ალექსანდრე დალაქიშვილი, ქალაქის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების” წევრები ესწრებოდნენ.

„რუსთავში გვქონდა პრეზენტაცია იმ ტექნიკის, რომელიც აქტიურად ჩაერთვება ქალაქის მოვლა-პატრონობაში. ჩვენ ვმუშაობთ იმაზე, რომ მერიის გუნდმა, რაც შეიძლება მარტივად და ეფექტურად შეძლოს ქალაქის მოვლა-პატრონობა, გამწვანებული არეალების განვითარების ხელშეწყობა. ცენტრალური ხელისუფლების მხარდაჭერით შეძენილი ახალი ტექნიკის გამოყენებით, კიდევ უფრო ეფექტური გახდება ჩვენი შრომა, ჩვენი ქალაქი კი უფრო სუფთა და მოწესრიგებული, რუსთაველებს კი მივაწოდებთ ისეთ გაუმჯობესებულ სერვისებს, რისი მოლოდინიც მათ აქვთ”, - განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.

რუსთავის მერიის ინფორმაციით, მე-7 მე-8 მიკრორაიონის ახლად რეაბილიტირებული გზა, ახალი ტექნიკის გამოყენებით გაიწმინდა.

„რუსთავში აქტიურად მიმდინარეობს საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, ასევე ახალი რეკრეაციული სივრცეების შექმნა და არსებულის გამწვანება, რასაც განსაკუთრებული მოვლა-პატრონობა სჭირდება. რუსთავის მერიამ ამისთვის განაახლა ავტოპარკი, შეძენილია 21 ერთეული თანამედროვე სპეცტექნიკა, რაც ქალაქის მოვლა-პატრონობას გააიოლებს და კიდევ უფრო ეფექტურს გახდის”, - განაცხადა ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი დოხტურიშვილმა.

როგორც რუსთავის მერიაში აცხადებენ, „რუსთავსერვის ცენტრის" თანამედროვე სტანდარტების ტექნიკით უზრუნველყოფა, რუსთავის მერიაში მიმდინარე მუნიციპალური სერვისების რეფორმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია.

„ სახელმწიფო და მუნიციპალური სერვისების დახვეწა და განვითარება ჩვენი გუნდის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. ამის კარგი მაგალითია, დღეს რუსთავის მერიის მიერ შეძენილი ის ახალი და თანამედროვე ტექნიკა, რომელიც გაცილებით უფრო სუფთას და მოწესრიგებულს გახდის ჩვენს ქალაქს”, - განაცხადა საქართველოს პარლამენტში რუსთავის მაჟორიტარმა დეპუტატმა ირაკლი შატაკიშვილმა.

რუსთავის მერიამ, ქალაქის დასუფთავებისა და მოვლა-პატრონობის გაუმჯობესების მიზნით, „რუსთავსერვის ცენტრისთვის” სამი ახალი ნაგავმზიდი, ათი ერთეული გზის დასასუფთავებელი მოწყობილობა - ხელის სვიპერი, ოთხი გზის გამწმენდი - მანქანა სვიპერი, ორი ქუჩის მოსარეცხი მანქანა, ამწეკალათა და ექსკავატორ-დამტვირთველი, ჯამში 21 ერთეული ახალი ტექნიკა შეიძინა.

მერიაში განმარტავენ, რომ ქუჩების საწმენდი მანქანების, ე.წ. სვიპერების შეძენის აუცილებლობა, ახალი საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობამ განაპირობა. ახალი სკვერების და რეკრეაციული სივრცეების მოვლა-პატრონობისთვის, კი შესაბამისი სარწყავი ტექნიკაა შეძენილი. განახლდა დასუფთავების სამსახურის ტექნოპარკიც. ახალი ექსკავატორი და ამწე- კალათაა შეძენილი სხვადასხვა სახის სამუშაოს შესასრულებლად.

გიორგი მელაშვილი - ომის შესახებ მეხსიერების წაბილწვა ხდება იარაღი დეკლარირებული საგარეო კურსის შესაცვლელად
ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 10.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა
„ცისკარი S90“ საქართველოს ანტარქტიდის პირველ კომბინირებულ ექსპედიციას იწყებს
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს