“საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ” საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა და ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მოითხოვა

“საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ” თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციული სარჩელით მიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას ორგანიზაცია სოციალურ ქსელში აქვეყნებს.

როგორც ინფორმაციაში წერია, ორგანიზაციამ სარჩელში ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელის, რაჟდენ კუპრაშვილის მიერ გამოცემული გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მოითხოვა.

ამასთან, ორგანიზაცია სასამართლოს შუამდგომლობით მიმართავს, რითაც ითხოვს დავის საბოლოო გადაწყვეტამდე, ანტიკორუფციული ბიუროს მიერ გამოცემული გადაწყვეტილების მოქმედების შეჩერებას.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ” ადმინისტრაციული სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და მოითხოვა ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელის, რაჟდენ კუპრაშვილის მიერ გამოცემული გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, რომლის მიხედვითაც, სადამკვირვებლო ორგანიზაცია “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" და მისი აღმასრულებელი დირექტორი, ეკა გიგაური სრულიად უსაფუძვლოდ და უკანონოდ მიჩნეულ იქნენ განცხადებული საარჩევნო მიზნების მქონე სუბიექტებად, მათზე ასევე გავრცელდა შესაბამისი რეგულაციები.

სარჩელთან ერთად, სასამართლოს ასევე მივმართეთ შუამდგომლობით, რომლითაც სასამართლოს მიერ დავის საბოლოო გადაწყვეტამდე, ვითხოვთ ანტიკორუფციული ბიუროს მიერ გამოცემული გადაწყვეტილების მოქმედების შეჩერებას”, - წერია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს