პრემიერი - მახსოვს, უკრაინელები აქტიურად იყენებდნენ აფხაზეთის ომის კადრებს მათ შორის იუმორისტული მიზნებისთვის - ომისა და მშვიდობის შედარება პრინციპულია იმისთვის, რომ საზოგადოებამ გააკეთოს სწორი არჩევანი

მე მახსოვს, უკრაინელები აქტიურად იყენებდნენ ამ [ომის] კადრებს სხვადასხვა მიზნებისთვის, მათ შორის იუმორისტული მიზნებისთვის, მაგრამ ეს სხვა საკითხია. დღეს ჩვენ საზოგადოებას ვახსენებთ იმას, თუ რა შედეგები მოჰყვება ომს ზოგადად და რა ავიცილეთ თავიდან ჩვენი ქვეყნისთვის 2022 წელს, 2023 წელს და რა უნდა ავიცილოთ თავიდან ამ საპარლამენტო არჩევნების საფუძველზე და ამ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ,- ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ქალაქის ქუჩებში გამოჩენილ ბანერებთან დაკავშირებით დასმულ კითხვას, რომლებზეც ომში მყოფი უკრაინის კადრების საპირწონედ, საქართველოში გადაღებული კადრებია აღებული.

ამასთან, პრემიერმა უარი თქვა გამოხმაურებოდა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებას, სადაც უკრაინის საგარეო უწყებამ ომის კადრების საარჩევნო რეკლამად გამოყენების ფაქტი დაგმო და აღნიშნა, რომ ომისა და მშვიდობის შედარება პრინციპულია, რათა საზოგადოებამ სწორი არჩევანი გააკეთოს.

„მიუღებელი არის ის, რაც ხდება უკრაინაში, რაც შეეხება ამ განცხადებას, ამაზე კომენტარს არ გავაკეთებ. რაც შეეხება ომისა და მშვიდობის შედარებას, ეს არის პრინციპული იმისთვის, რომ საზოგადოებამ გააკეთოს სწორი არჩევანი, იმიტომ, რომ რაც არის გამოსახული ამ სურათებზე, არის ის, რაც თავიდან ავირიდეთ ძალიან დიდი ბრძოლის ფასად. 2022-2023 წლებში ჩვენს ქვეყანას ელოდება იმავე ბედის გაზიარება, ჩვენ რომ სწორი ნაბიჯები არ გადაგვედგა და იმავეს აპირებენ ვიღაც- ვიღაცები ამ საპარლამენტო არჩევნების შემდეგაც, თუ, ღმერთმა არ ქნას და საზოგადოებამ მიიღოს არასწორი გადაწყვეტილება. საზოგადოებამ კარგად უნდა გაიაზროს, რა არის ომის ფასი იმიტომ, რომ ძალიან ხშირად მათ შორის თქვენი ტელევიზიები, თქვენი პოლიტიკური პარტიები, თქვენი NGO-ები იმას, რაც ხდება უკრაინაში, წარმოაჩენენ რომანტიკულად, ეს არის კატეგორიულად მიუღებელი და ამასაც აკეთებთ იმისთვის, რომ საქართველო და ქართველი ხალხი შეაგუოთ ომის იდეას, მაგრამ საქართველოში ომს და უკრაინული სცენარის განხორციელებას ვერ ეღირსებით ვერც თქვენი მედიასაშუალებები, ვერც თქვენი პარტიები და ვერც თქვენი NGO-ები,“ - მიმართა პრემიერმა ჟურნალისტებს.

კითხვაზე, რამდენად მორალურია უკრაინის ომის კადრების გამოყენება, კობახიძემ უპასუხა: „აბსოლუტურად“.

"აბსოლუტურად, საზოგადოებას უნდა შევახსენოთ, რა არის ომის შედეგები და რა არის ომის ფასი იმისთვის, რომ არ იმუშაოს თქვენმა პროპაგანდამ“, - განაცხადა კობახიძემ.

ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე