გიორგი ბარამიძე - პუტინისტური რეჟიმის მიერ გამოფენილი ბანერები მათი უღირსობის, უკიდურესი და უკიდეგანო უნამუსობის კიდევ ერთი სამარცხვინო დადასტურებაა

რაც შეეხება ახალ საარჩევნო ბანერებს, რომელიც გამოფინა პუტინისტურმა რეჟიმმა, ეს მათი უღირსობის, უკიდურესი და უკიდეგანო უნამუსობის კიდევ ერთი სამარცხვინო დადასტურებაა, - ამის შესახებ „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გიორგი ბარამიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც ისაუბრა „ქართული ოცნების“ მიერ გამოკრულ ბანერებზე შინაარსით „არა ომს, აირჩიე მშვიდობა“.

ბარამიძის თქმით, ამით ხელისუფლების წარმომადგენლები ცდილობენ, რომ ვიღაც მოატყუონ, მაგრამ თავადაც კარგად ხვდებიან, რომ ქართულ საზოგადოებას ვერ მოატყუებენ და ვერ დააშინებენ.

„მათ ძალიან კარგად იციან, რომ მთელი ამ 12 წლის განმავლობაში ხალხმა დაინახა, როგორი მატყუარები არიან,რომ კეთილდღეობას თავიანთი ოჯახებისთვის იშენებენ, რომლებმაც მიითვისეს ტყე, მიწები, ბიზნესები, თავისთვის გაიკეთეს უფასო დენი და ა.შ. აქედან გამომდინარე, ქართველი ხალხი ბრძენია, ნამდვილად არ მოტყუვდება, არც შეშინდება და არც მტერს დაუჩოქებს, როგორც ამას ჩვენი გმირები არ აკეთებდნენ, არც ბოდიშს მოუხდის. ამ რეჟიმს 26 ოქტომბერს, აუცილებლად დიდი უმრავლესობით ხელისუფლებიდან გაუშვებს“, -განაცხადა გიორგი ბარამიძემ.

ცნობისთვის, თბილისის ქუჩებში პარტია “ქართული ოცნების“ ახალი საარჩევნო ბანერები გამოჩნდა, რომელსაც აწერია “არა ომს! აირჩიე მშვიდობა!“. ბანერები ორ ნაწილად არის გაყოფილი. ბანერის ერთ მხარეს უკრაინაში რუსეთის მიერ განადგურებული ქალაქები, შენობები, ინფრასტრუქტურული ნაგებობებია ასახული, ხოლო მეორე მხარეს საქართველოს ქალაქები. დაბომბილი უკრაინის ქალაქები წარმოდგენილია შავ-თეთრი ფოტოთი, ხოლო საქართველო - ფერადით.

ბუნდესტაგის წევრი რობინ ვაგენერი - ჩვენ არ გვსურს საქართველოს მოსახლეობის დასჯა, თუმცა ცხადად ვაცხადებთ, რომ ამ კურსით არ იქნება ევროკავშირში გაწევრიანება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.10.2024
ვახტანგ ძაბირაძე - თუ  არჩევნების შემდეგ რუსეთს საქართველოში სიტუაციის არევა აწყობს, იგი ამის გაკეთებას შეეცდება, მას ამისთვის სამხედრო ძალის შემოყვანა არ დასჭირდება, აქ მეხუთე კოლონა საკმაოდ ძლიერი ჰყავს
„ბიბლუსში“ გიორგი კეკელიძის წიგნის „დედა და ილია“ საჯარო წარდგენა გაიმართება
Samsung-ის ფესტივალი დაიწყო - განაახლე ტექნიკა საუკეთესო შეთავაზებით
თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზნესისთვის, რომელიც დროს და რესურსებს დაგიზოგავს
„სილქ დეველოპმენტი“ ბათუმის შუაგულში ახალ პროექტს აანონსებს
„ბანკი ქართუს“ მიერ დაფინანსებული ახალი პროექტი - ბოლნისში თანამედროვე სტანდარტების საავადმყოფო გაიხსნა
კოლიერსის გუნდის შეფასება და ლოპოტა სპა რეზორტის  ახალი ეტაპი