ბოლო რამდენიმე წელია, GM PHARMA სტაბილურად აღიარებულია საუკეთესო ფარმაცევტულ კომპანიად საქართველოში დასაქმებულებზე დანახარჯების მიხედვით, რაც გულისხმობს როგორც სექტორში ყველაზე მაღალ საშუალო ხელფასს, ასევე სხვა დანახარჯებს დასაქმებულებზე, თანამშრომლების ტრენინგებსა და განვითარებაზე დახარჯული თანხებისა და სხვადასხვა ბენეფიტების ჩათვლით. კომპანიის მენეჯმენტი მიიჩნევს, რომ GM PHARMA-სთვის კვალიფიციური და მოტივირებული დასაქმებულები ყველაზე დიდი ფასეულობაა. სწორედ ამიტომ, კომპანია მუდმივად ზრუნავს თანამშრომელთა უწყვეტ პროფესიულ განვითარებაზე და GM PHARMA-ში უწყვეტად მიმდინარეობს საერთაშორისო სწავლებებისა და ტრენინგების პროცესი.
ამჯერად, კომპანიამ 50 თანამშრომლისთვის ხარისხის რისკის მართვის 3-დღიანი საერთაშორისო ტრენინგი ჩაატარა. ტრენინგში მონაწილეობა წარმოების, საწყობის, ხარისხის უზრუნველყოფის, კვლევისა და განვითარების (R&D), მიკრობიოლოგიური და ხარისხის კონტროლის ლაბორატორიების და წარმოების პროცესთან დაკავშირებული სხვა განყოფილებების წარმომადგენლებმა მიიღეს. ტრენინგის მიზანს ხარისხის რისკის მართვის მიმართულებით თანამშრომელთა პროფესიული ცოდნის სრულყოფა, კვალიფიკაციის ამაღლება და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება წარმოადგენდა. ხარისხის რისკის მენეჯმენტს, რომელიც განსაზღვრულია ხარისხის რისკის მართვის გაიდლაინში – ICH Q9 (R1) და რომლის განახლებული ვერსიაც 2023 წლის იანვრიდანაა ხელმისაწვდომი, განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობენ სხვადასხვა ქვეყნის მარეგულირებლები. ხარისხის რისკის მენეჯმენტი კომპანიის ფარმაცევტული ხარისხის სისტემის ყველა ასპექტში უნდა იყოს ინტეგრირებული, რაც მეცნიერული ცოდნის უკეთ გამოყენებას, პაციენტების მეტ დაცულობასა და უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. კომპანიაში ჩატარებული საერთაშორისო ტრენინგის კურსი მოიცავდა სალექციო ნაწილს ICH Q9 ძირითადი პრინციპებისა და ინსტრუმენტების შესახებ, რასაც ინტერაქტიული გუნდური მუშაობის სესიები მოყვებოდა. სხვადასხვა დეპარტამენტის თანამშრომლები აქტიურად იყვნენ ჩართულნი პრაქტიკულ სავარჯიშოებში, რაც მათ რისკის მართვის ძირითადი პრინციპებისა და ინსტრუმენტების რეალურ სამუშაო გარემოში ეფექტიანად გამოყენების საშუალებას მისცემს.
ტრენინგს უძღვებოდა საერთაშორისოდ აღიარებული ბრიტანელი ექსპერტი და კონსულტანტი რობ ჰიუზი, რომელსაც ფარმაცევტულ ინდუსტრიაში 40 წელზე მეტი სამუშაო გამოცდილება გააჩნია. იგი მუშაობდა მსოფლიოში ცნობილ ისეთ საერთაშორისო ფარმაცევტულ კომპანიებში, როგორიცაა GlaxoSmithKline და AstraZeneca.
რობ ჰიუზის საკონსულტაციო-სატრენინგო სფეროებში შედის კარგი საწარმოო პრაქტიკის (GMP, cGMP) კომპლაენსი, ცვლილებების მენეჯმენტი, ლიდერობა, ადამიანური შეცდომების პრევენცია, ხარისხის რისკის მართვა. მას ასევე აქვს დიდი გამოცდილება დიდი ბრიტანეთის წამლის სააგენტოსა (MHRA) და აშშ საკვებისა და წამლის ადმინისტრაციის (FDA) მხრიდან მოსალოდნელი ინსპექტირებისა და სერტიფიცირების პროცესების მომზადებასა და წარმართვაში.
შეგახსენებთ, რომ GM PHARMA პირველი საერთაშორისო ფარმაცევტული კომპანიაა საქართველოდან, რომლის მედიკამენტები და ბიოლოგიურად აქტიური საკვები დანამატები (ბად) იწარმოება დასავლეთ ევროპის ქვეყნებისა (გერმანია, ესპანეთი, იტალია, პორტუგალია, საბერძნეთი, შვედეთი, შვეიცარია, სხვ.) და საქართველოს GMP-სერტიფიცირებულ საწარმოებში. GM PHARMA-ს საწარმო თბილისში წამყვანი ფარმაცევტული წარმოებაა სამხრეთ კავკასიის რეგიონში, სადაც საწარმოში მიმდინარეობს მყარი სამკურნალო ფორმების წარმოების სრული ციკლი. კომპანია ახორციელებს 100-ზე მეტი დასახელების პროდუქტის ექსპორტს და ოფიციალური წარმომადგენლობები გააჩნია მსოფლიოს 7 ქვეყანაში. აღსანიშნავია, რომ წელიწადში 12 მილიონამდე პაციენტი მოიხმარს GM PHARMA-ს პროდუქციას, რაც ჯანდაცვის სპეციალისტების და მომხმარებლების მხრიდან კომპანიის აღიარებაზე მეტყველებს.
კომპანიის და მისი პროდუქციის ასეთ აღიარებას კომპანიაში მომუშავე თანამშრომლების მაღალი კომპეტენცია და მუდმივი განვითარებისკენ სწრაფვაც განაპირობებს. ზემოთ აღნიშნული ტრენინგი აჩვენებს GM PHARMA-ს დამოკიდებულებას თანამშრომელთა პროფესიული განვითარებისადმი, გუნდური მუშაობის გაძლიერებისა და პროფესიული ზრდის კულტურის ჩამოყალიბების მიმართულებით. ინდუსტრიის უახლესი სტანდარტებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაცნობითა და კომპანიაში დანერგვით, GM PHARMA მუდმივად დგას ფარმაცევტული ინოვაციებისა და ხარისხის უზრუნველყოფის მოწინავეთა რიგებში.
GM PHARMA – ემსახურება მათ, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება!
(R)