გიორგი ამილახვარი - ვრჩები ჩვენი პოლიტიკური გუნდის რიგით ჯარისკაცად-  საზოგადოებას მინდა ვუთხრა, პოლიტიკა უმადური საქმეა და რა წნეხსაც ჩვენი ლიდერები ქვეყნის ინტერესების სადარაჯოზე უანგაროდ უძლებენ, წარმოუდგენელია, გაუფრთხილდით მათ

საზოგადოებას მინდა ვუთხრა, რომ პოლიტიკა, ზოგადად, უმადური საქმეა და რა წნეხსაც ჩვენი ლიდერები ქვეყნის ინტერესების სადარაჯოზე უანგაროდ უძლებენ, წარმოუდგენელია, ამიტომ საზოგადოებას მინდა ვთხოვო გაუფრთხილდნენ მათ, - ამის შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, სადაც გადადგომის შესახებ ინფორმაცია გააჟღერა.

როგორც ამილახვარმა აღნიშნა, ის რჩება პოლიტიკური გუნდის „ქართული ოცნების“ წევრი და დარწმუნებულია, რომ მმართველი პარტია 26 ოქტომბრის არჩევნებზე დამაჯერებლად გაიმარჯვებს, რითაც საშუალებას მისცემს ქვეყანას განაგრძოს მშვიდობიანი და მყარი განვითარება.

„განათლების სისტემა ერთი დიდი ოჯახია, რომელიც ემსახურება ყველაზე მთავარს ამ ქვეყანაში, ჩვენი მომავალი თაობის აღზრდას და მათ განათლებაზე ზრუნვას. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს მოადგილეებს და მთლიანად სამინისტროს შემადგენლობას თანადგომისთვის, მხარდაჭერისთვის, მრავალი გათენებული ღამისთვის, ბრძოლისთვის და იმ დიდი რეფორმებისთვის, რომლებიც ერთად განვახორციელეთ. პატივი იყო ჩემთვის თქვენთან ერთად ქვეყნისა და ქართული განათლების სამსახურში ყოფნა. განსაკუთრებულად ამაყი ვარ, რომ ერთად შევძელით და გავატარეთ ისეთი ფუნდამენტური და უმნიშვნელოვანესი რეფორმები, როგორიც არის ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების ახალი დოკუმენტის შემუშავება, უპრეცედენტო სახელფასო მატება პედაგოგებისთვის, მასწავლებლის ეროვნული დღის დაარსება, პროფესიული განათლების შეტანა სკოლებში, 100 სრულიად ახალი სკოლა ჩვენს მომავალ თაობას, კერძო საჯარო პარტნიორობა პროფესიულ განათლებაში, გაორმაგებული სტიპენდია სტუდენტისთვის, 27 ათასი სტუდენტისთვის დავალიანების განულება, ონლაინ განათლების რეფორმა, ახალი სადოქტორო სტანდარტის შემუშავება, ერთ წლიანი სამაგისტრო და სამ წლიანი საბაკალავრო პროგრამების დაშვება. მასშტაბური პროექტის -“სტუდფესტის“ განხორციელება სტუდენტებისთვის, უნივერსიტეტებში სტუდენტური კლუბის გაძლიერება,- ეს იმ რეფორმების მწირი ჩამონათვალია, რაც ჩემს გუნდთან ერთად განვახორციელეთ. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველას, ვინც გვერდით მედგა ამ დიდ ეროვნულ საქმეში. და ბოლოს, განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს პედაგოგებს, მოსწავლეებს და მათ მშობლებს, სკოლის ადმინისტრაციას, პროფესორებს, სტუდენტებს, რექტორებს, მეცნიერებს, დიდი პატივი იყო მემსახურა თქვენთვის და მადლობას გიხდით ყველას თანადგომისთვის, რასაც მუდმივად ვგრძნობდი თქვენგან. ვრჩები ჩვენი პოლიტიკური გუნდის რიგით ჯარისკაცად და დარწმუნებული ვარ, 26 ოქტომბერს „ქართული ოცნება“ დამაჯერებლად გაიმარჯვებს და გაგრძელდება ქვეყნის მშვიდობიანი და მყარი განვითარება“, - განაცხადა ამილახვარმა.

ბუნდესტაგის წევრი რობინ ვაგენერი - ჩვენ არ გვსურს საქართველოს მოსახლეობის დასჯა, თუმცა ცხადად ვაცხადებთ, რომ ამ კურსით არ იქნება ევროკავშირში გაწევრიანება
ქართული პრესის მიმოხილვა 14.10.2024
ვახტანგ ძაბირაძე - თუ  არჩევნების შემდეგ რუსეთს საქართველოში სიტუაციის არევა აწყობს, იგი ამის გაკეთებას შეეცდება, მას ამისთვის სამხედრო ძალის შემოყვანა არ დასჭირდება, აქ მეხუთე კოლონა საკმაოდ ძლიერი ჰყავს
„ბიბლუსში“ გიორგი კეკელიძის წიგნის „დედა და ილია“ საჯარო წარდგენა გაიმართება
Samsung-ის ფესტივალი დაიწყო - განაახლე ტექნიკა საუკეთესო შეთავაზებით
თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზნესისთვის, რომელიც დროს და რესურსებს დაგიზოგავს
„სილქ დეველოპმენტი“ ბათუმის შუაგულში ახალ პროექტს აანონსებს
„ბანკი ქართუს“ მიერ დაფინანსებული ახალი პროექტი - ბოლნისში თანამედროვე სტანდარტების საავადმყოფო გაიხსნა
კოლიერსის გუნდის შეფასება და ლოპოტა სპა რეზორტის  ახალი ეტაპი