სერგო ჩიხლაძე - ამილახვარს არც მინისტრობამდე გაუკეთებია რამე, არც მერე გააკეთებს

ამილახვარს არც მინისტრობამდე გაუკეთებია რამე, არც მერე გააკეთებს და ერთადერთი მე რითაც მამახსოვრდება ამილახვარი და აუცილებლად უნდა აღვნიშნო ეს, არის როდესაც მერიის გულგრილობის გამო, ვაკის პარკის შადრევანში ბავშვი რომ გარდაიცვალა, მშობლებს რომ დააბრალა მისი დაღუპვა, ამით მამახსოვრდება ამილახვარი, - ამის შესახებ „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა სერგო ჩიხლაძემ განათლებისა და მეცნიერების მინისტრის გიორგი ამილახვარის მიერ თანამდებობის დატოვების შესახებ განაცხადა.

მისი თქმით, „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მხოლოდ 4 კვირა იქნება და ამ პირობებში, მნიშვნელობა არ აქვს ვინ დაიკავებს ამა თუ იმ მინისტრის თანამდებობას.

„საერთოდ არავითარი მნიშვნელობა არ აქვს ვინ გადადგება და ვინ დადგება - ან ამილახვარი, ან ქალბატონი წულუკიანი, ესენი არიან ბიძინა ივანიშვილის ჭანჭიკები - ერთი მინისტრი მეორით შეიცვლება. არც პოლიტიკური ხედვა აქვთ მათ, არც რეფორმების გატარების სურვილი არ აქვთ და უსიტყვო შემსრულებლად ამილახვარი იქნება თუ სხვა, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს.

ისედაც 4 კვირა დარჩა. ვინც არ უნდა დადგეს, გადადგეს, 4 კვირაში ეს ხალხი აღარ იქნება საქართველოს პოლიტიკურ ლიდერთა შორის. ამილახვარს არც მინისტრობამდე გაუკეთებია რამე, არც მერე გააკეთებს და ერთადერთი მე რითაც მამახსოვრდება ამილახვარი და აუცილებლად უნდა აღვნიშნო ეს, არის როდესაც მერიის გულგრილობის გამო, ვაკის პარკის შადრევანში ბავშვი რომ გარდაიცვალა, მშობლებს რომ დააბრალა მისი დაღუპვა, ამით მამახსოვრდება ამილახვარი, სხვა რამით არ მაგონდება“, - განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - ჩვენ ხელიდან ვუშვებთ იმის შანსს, რომ საქართველო იყოს არა მარტო ყურადღების ცენტრში, არამედ დიდი მოთამაშეების ინტერესებში, ამგვარი ვითარება მხოლოდ ერთ ქვეყანას - რუსეთს აძლევს ხელს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.02.2026
სილქნეტის აქცია ვალენტინობაზე: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად
სტუდიო ლიბერთი ვადიანი ტიპის ანაბრებზე ახალ კამპანიას იწყებს
მორიგი საერთაშორისო აუდიტი GM PHARMA-ში წარმატებით დასრულდა, რაც ევროპის ბაზარზე პოზიციების განმტკიცებას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის
სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო