“ქართული ოცნების“  შეხვედრები საარჩევნო კამპანიის ფარგლებში  ახალქალაქის  სოფლების მოსახლეობასთან  გრძელდება

"ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს" პარლამენტის დელეგატი სამველ მანუკიანი ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფლების: ჩუნჩხას, დილოსკასა და პტენას მოსახლეობას შეხვდა.

პარტიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრაზე დელეგატმა ისაუბრა 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობაზე. ასევე, მოსახლეობასთან შეხვედრისას შეაჯამა სოფლებში მიმდინარე და დასრულებული პროექტები.

„ქართული ოცნება“ ეროვნული ინტერესების დაცვასა და ქვეყნის განვითარებაზეა ორიენტირებული. მჯერა, 26 ოქტომბერს ჩვენი მოსახლეობა სწორ არჩევანს გააკეთებს, რაც ჩვენი ქვეყნისათვის მშვიდობისა და სტაბილურობის სიმყარის გარანტი იქნება”, - განაცხადა სამველ მანუკიანმა.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ, ახალქალაქის მერი - მელქონ მაკარიანი, საკრებულოს თავმჯდომარე - ნაირი ირიციანი და „ქართული ოცნების“ სხვა წარმომადგენლები.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე