ლევან მგალობლიშვილი სოხუმის სახელმწიფო დრამატულ თეატრში „აზდაკის ბაღის“ - ინტეგრირებული თეატრის სეზონის გახსნას დაესწრო

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილი, საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერთან, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის თავმჯდომარე გიორგი ვოლსკისთან, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე შოთა რეხვიაშვილთან ერთად, კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სოხუმის სახელმწიფო დრამატულ თეატრში „აზდაკის ბაღის“ - ინტეგრირებული თეატრის სეზონის გახსნას დაესწრო.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინფორმაციით, ღონისძიებაზე, ასევე, იმყოფებოდნენ აფხაზეთის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები.

„ინტეგრირებული თეატრის ახალი სეზონი წარმოდგენილი იყო ნოდარ დუმბაძის მოთხრობის მიხედვით დადგმული სპექტაკლით Helliados, რომელიც სოხუმში განვითარებულ მოვლენებზეა და ასახავს ორი მეგობრისა და სამშობლოს სიყვარულის ისტორიას.

ინტეგრირებული თეატრის მიზანია, განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებმა, რომლებიც დაინტერესებულნი არიან თეატრით, გამოცადონ თავიანთი ძალები სამსახიობო ხელოვნებაში.

ღონისძიება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით გაიმართა“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!