ნიკა გვარამია - „ნაცმოძრაობას“ გაუვრცელებია ბანერები, რომ სააკაშვილის პარტია 5 ნომერია - მინდა დავამშვიდო ამაზე მონერვიულე „ნაცმოძრაობის“ წევრები თუ მომხრეები: ნამდვილად მხოლოდ ისინი არიან სააკაშვილის პარტია და ჩვენ, ნომერი 4 ნამდვილად არა

„ნაცმოძრაობას“ გაუვრცელებია ბანერები, რომ სააკაშვილის პარტია 5 ნომერია - მინდა დავამშვიდო ამაზე მონერვიულე „ნაცმოძრაობის“ წევრები თუ მომხრეები: ნამდვილად მხოლოდ ისინი არიან სააკაშვილის პარტია და ჩვენ, ნომერი 4, ნამდვილად არა - ნამდვილად არაა ჩვენი საპარლამენტო სია ვინმესი,- ამის შესახებ კოალიცია „ცვლილებებისთვის“ ლიდერმა, ნიკა გვარამიამ სოციალურ ქსელში დაწერა.

მან ამომრჩეველს მიმართა და თქვა, რომ ვინც არჩევნებზე 4-იანს გააფერადებს, ხმას მისცემს კოალიციას „ცვლილებისთვის“ და „შესაბამისად, ქვეყანაში ცვლილებას და არა ივანიშვილის ჩანაცვლების სურვილს“.

„ნაცმოძრაობას“ გაუვრცელებია ბანერები, რომ სააკაშვილის პარტია 5 ნომერია. როგორც ჩანს, საჭიროდ ჩათვალეს ამის საზოგადოებისთვის შეხსენება. თუმცა, ზოგიერთი ამ ბანერს იყენებს საზოგადოებისთვის იმის შესახსენებლად, რომ 4 ნომერი (ანუ კოალიცია „ცვლილებისთვის“) არაა სააკაშვილის პარტია.

მინდა დავამშვიდო ამაზე მონერვიულე „ნაცმოძრაობის“ წევრები თუ მომხრეები: ნამდვილად მხოლოდ ისინი არიან სააკაშვილის პარტია (როგორც თვითონ უკეთებენ ფორმულირებას), ჩვენ, ნომერი 4, ნამდვილად არა და საკმაო ძალისხმევასაც ვხარჯავთ, რომ ადამიანებმა ეს კარგად გაიგონ.

ნამდვილად არაა ჩვენი საპარლამენტო სია ვინმესი, ის ჩვენია, კოალიციაში შემავალი გუნდების. ნამდვილად არ დგას ჩვენ უკან არც ერთი და არც 3 გავლენის ცენტრი და არც ანბანურად დალაგებული უსახურთა გვარდია.

თუ ვინმეს სააკაშვილის პარტიის ხალხი აინტერესებს, შეუძლია გადახედოს 5 ნომერს და მის პარტიულ სიას.

ვინც გააფერადებთ 4-იანს, ხმას აძლევთ კოალიციას „ცვლილებისთვის“ და შესაბამისად ქვეყანაში ცვლილებას, და არა ივანიშვილის ჩანაცვლების სურვილს. სიახლე იწყება მათ შორის პარტიულ სიაში, ჩვენ ამის გვჯერა, ჩვენ ასე ვამბობთ და ჩვენ ასე ვმოქმედებთ. წარმატებები ყველას!“ - წერს გვარამია სოციალურ ქსელში.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე