შალვა პაპუაშვილი - შესაძლოა ჩვენ ისტორიის სხვადასხვა წიგნებს ვკითხულობთ, მაგრამ მე არ ვიცი, რომელი ისტორიაა ისეთი, რომელიც მთელი ერის ომისთვის გაწირვას სწორ მხარეს დგომად შეაფასებდა

გახსოვთ, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ როგორ მოითხოვდნენ ჩვენგან, შინაურები თუ გარეულები, რომ გაგვეგზავნა მოხალისეები, დაგვეწესებინა სანქციები, ჩაგვეკეტა ცა, წავსულიყავით ესკალაციაზე და ამით წლობით ნაშენები მშვიდობა და კეთილდღეობა წყალს გაგვეტანებინა, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის რეგიონული ღონისძიებაზე, თელავში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ხელისუფლებაში მაგ დროს დღევანდელი ოპოზიცია რომ ყოფილიყო, როგორც 2008 წლის აგვისტოს ერთ ჩვეულებრივ მზიან დღეს, ისე ერთ წამში დაბრუნდებოდა ომის შავ-თეთრი რეალობა.

"ომის შავ-თეთრი რეალობა დაგვებრუნებინა, ძლივს წელში გამართული გლეხი ისევ წელში გაგვეტეხა. და ამას ისინი „ისტორიის სწორ მხარეს“ დადგომას ეძახდნენ. შესაძლოა ჩვენ ისტორიის სხვადასხვა წიგნებს ვკითხულობთ, მაგრამ მე არ ვიცი, რომელი ისტორიაა ისეთი, რომელიც მთელი ერის ომისთვის გაწირვას სწორ მხარეს დგომად შეაფასებდა. მაშინ, ჩვენს მტერ-მოყვარეთა რჩევებს არ დავუჯერეთ და დავდექით ისტორიის, ოღონდ საქართველოს ისტორიის სწორ მხარეს, რადგან გისმენდით და გიჯერებდით თქვენ, ქართველ ხალხს. წარმოიდგინეთ, იმ დროს ხელისუფლებაში დღევანდელი ოპოზიცია რომ ყოფილიყო. ხომ თვალსაც არ დაახამხამებდნენ, ისე აჰყვებოდნენ სანქციებს, ემბარგოებს, ესკალაციის ყიჟინას; და როგორც 2008 წლის აგვისტოს ერთ ჩვეულებრივ მზიან დღეს, ისე ერთ წამში დაბრუნდებოდა ომის შავ-თეთრი რეალობა. და რას ვეტყოდით ჩვენს შვილებს, რატომ დავუნგრიეთ მომავალი? რას ვეტყოდით ხალხს, ვისი ცხოვრებაც წამში პირს იცვლიდა? ვინ აიღებდა პასუხისმგებლობას? იქნებ დღევანდელი ოპოზიცია, ომის დროს ჩვენი გმირი ჯარისკაცები და მოსახლეობა ბრძოლის ველზე რომ მიატოვა და ქვეყნიდან გაქცევაში ვერავინ აჯობა? თუ მათი გარე მეგობრები? ჩვენმა და სხვების ომებმაც გვასწავლა, რომ ჩვენს საომარს სხვა არავინ იომებს; და რომ ჩვენს მისახედს სხვა არავინ მიხედავს. ამიტომ, თუ გვინდა დამოუკიდებლობა, მაშინ უნდა გვესმოდეს, რომ მხოლოდ ჩვენი და სხვა არავის პასუხისმგებლობა და უფლებაა ჩვენს ცხოვრებაზე გადაწყვეტილებების მიღება. ამიტომ უნდა ვთქვათ 26 ოქტომბერს: გვინდა ხელისუფლება, რომელიც უსმენს და უჯერებს ხალხს, თუ ხელისუფლება - რომელიც უსმენს და უჯერებს სხვას?," - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა სიტყვით გამოსვლის დროს.

ლევან ლორთქიფანიძე - ნისლი გაფანტულია - „ქართული ოცნების“ საგარეო და საშინაო პოლიტიკა სულ უფრო ცხადი და განსაზღვრული ხდება, ივანიშვილი საზოგადოებას უზარმაზარი მორალური კომპრომისისთვის ამზადებს
ქართული პრესის მიმოხილვა 13.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა
„ცისკარი S90“ საქართველოს ანტარქტიდის პირველ კომბინირებულ ექსპედიციას იწყებს
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს