შალვა პაპუაშვილი - „მაკკეინის ინსტიტუტის“ დასკვნა არის ლუსტრაცია, როგორ იგეგმება არეულობები, პირდაპირ დებს სცენარს, რომ იქნება პროტესტი დამკვირვებლების მიერ არჩევნების შედეგების აღიარების მიუხედავად

„მაკკეინის ინსტიტუტის“ დასკვნა პირდაპირ დებს სცენარს, რომ იქნება პროტესტი დამკვირვებლების მიერ არჩევნების შედეგების აღიარების მიუხედავად, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, „მაკკეინის ინსტიტუტის“ დოკუმენტს თუ წაიკითხავთ, ეს არის სპეცსამსახურების სახელმძღვანელოს კლასიკური მაგალითი, სადაც პირდაპირ გაწერილია არეულობის გეგმა.

„ზოგადად, საინტერესო დოკუმენტია. თქვენ სხვადასხვა ადამიანის მხრიდან მოგისმენიათ შეფასებები, თითქოს სპეცსამსახურების სახელმძღვანელოდან გადმოწერილია ესა თუ ის ქმედება. ამ დოკუმენტს თუ წაიკითხავთ, ეს არის სპეცსამსახურების სახელმძღვანელოს კლასიკური მაგალითი, სადაც პირდაპირ გაწერილია არეულობის გეგმა. მათ შორს, იხილავთ ისეთ ნაწილებს, სადაც წერია, რომ „ქართული ოცნების“ უცხოელი დამკვირვებლის დასტურით გამარჯვების შემთხვევაშიც კი, თუკი არავინ, არცერთი დამკვირვებელი, გარე აქტორები კითხვის ნიშანს არ შეიტანენ, მოუწოდებს აშშ-ს და ევროკავშირს, რომ უნდა დააკვირდნენ პროტესტს, რომელიც ამას მოჰყვებაო. იმას კი არ ამბობენ, რომ ამერიკამ და ევროპამ უნდა უთხრას თავის „ენჯეოებს“, რომ აღიარონ არჩევნები და პროტესტს შეეშვან. პირდაპირ დებს სცენარს, რომ პროტესტი იქნება, მიუხედავად იმისა, რომ აღიარებული იქნება ეს დამკვირვებლების მხრიდან და ამ პროტესტს უნდა მიეხმარო. ეს რა არის, თუ არა პირდაპირი სცენარი არეულობის და დემოკრატიის ძირის გამოთხრის. ამიტომ ეს დოკუმენტი, საერთოდ არის ლუსტრაცია, როგორ იგეგმება არეულობები ქვეყნის შიგნით“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
ზვიად კორძაძე იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარედ აირჩიეს
„ბაკურიანი” გიორგი მიქაუტაძესთან ერთად, ახალ ლიმიტირებულ შეფუთვას წარმოგიდგენთ
ვეტცელი 1908 - ბაზისბანკი თანამედროვე სტუმარ-მასპინძლობის გასტრონომიური სახლის მხარდამჭერია
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა