ბენიამინ ნეთანიაჰუ - ნასრალა არ იყო უბრალოდ მორიგი ტერორისტი - ახლო აღმოსავლეთში არ არის ადგილი, სადაც ისრაელის გრძელი ხელი ვერ მიწვდება და დღეს თქვენ იცით, რამდენად სიმართლეა ეს

ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ისრაელის მიერ „ჰეზბოლას“ ლიდერის, ჰასან ნასრალას ლიკვიდაცია აუცილებელი იყო ისრაელის ომის მიზნების მისაღწევად, რომლის მიზანიც ჩრდილოეთ ისრაელის იძულებით გადაადგილებული მცხოვრებლების თავიანთ სახლებში მშვიდობიანად დაბრუნებაა.

„ნასრალა არ იყო უბრალოდ მორიგი ტერორისტი. ის იყო ტერორისტი. ნასრალას ლიკვიდაცია აუცილებელი პირობა იყო იმ მიზნების მისაღწევად, რაც ჩვენ დასახული გვაქვს - ჩრდილოეთის მცხოვრებთა უსაფრთხოდ დაბრუნება საკუთარ სახლებში და რეგიონში ძალთა ბალანსის შეცვლა“, - აღნიშნა ნეთანიაჰუმ.

მისი თქმით, ისრაელი უპასუხებს ყველას, ვინც მას დარტყმას მიაყენებს.

„ვინც ჩვენ დარტყმას გვაყენებს, დავარტყით მათ. ირანში ან ახლო აღმოსავლეთში არ არის ადგილი, სადაც ისრაელის გრძელი ხელი ვერ მიწვდება და დღეს თქვენ იცით, რამდენად მართალია ეს“, - აღნიშნა ნეთანიაჰუმ.

შეგახსენებთ, ისრაელის თავდაცვის ძალებმა გუშინ განაცხადა, რომ „ჰეზბოლას“ ლიდერის, ჰასან ნასრალას ლიკვიდაცია განახორციელეს. ჰასან ნასრალას სიკვდილი „ჰეზბოლამაც“ დაადასტურა და განაცხადა რომ მათი ლიდერი ბეირუთში ისრაელის საჰაერო იერიშის შედეგად დაიღუპა.

კორნელი კაკაჩია - რაც უფრო შორდება საქართველო დემოკრატიას, ევროკავშირსა და ევროატლანტიკურ სივრცეს, მით უფრო მცირდება დასავლეთის გავლენა რეგიონში, რაც სრულად შეესაბამება რუსეთის სტრატეგიულ ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 06.07.2026
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
„იმპექსმა“ საქართველოში KORRES-ის ინოვაციურ SMART YOGHURT™ ტექნოლოგიაზე დაფუძნებული კანის მოვლის ახალი ხაზი წარადგინა
BMW ჯგუფმა მეხუთე თაობის ახალი BMW X5 წარადგინა