ანდრეი ერმაკი - მნიშვნელოვანია „გამარჯვების გეგმის“ განხორციელების მტრის ტერიტორიაზე დანახვა

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის, ანდრეი ერმაკის განცხადებით, „გამარჯვების გეგმას“, რომელიც პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ის პრეზიდენტსა და პარტნიორებს წარუდგინა, უკრაინელებსაც გააცნობენ, მაგრამ არა ყველაფერს, რადგან არის მგრძნობიარე და დახურული ნაწილები.

„ეს არის პრეზიდენტის გეგმა და, რა თქმა უნდა, როგორც დაჰპირდა, აშშ-ის პრეზიდენტისა და პარტნიორებისთვის წარდგენის შემდეგ, ვფიქრობ, უკრაინელებს წარუდგენს. მაგრამ, რა თქმა უნდა, არის ნაწილები, რომლებიც ძალიან მგრძნობიარეა, ისინი დახურულია და არა იმიტომ, რომ არსებობს საიდუმლოებები. ეს ჩვენი ქვეყანაა, ჩვენ ყველანი, მოგეხსენებათ, დღეს, ამ სიტყვის კარგი გაგებით, მართლაც ერთიანი ოჯახი ვართ, რომელშიც საიდუმლო არ შეიძლება იყოს, განსაკუთრებით ომის დროს. მაგრამ მაინც ყველაფერი, რაც საჯარო ხდება, ისმის არა მარტო აქ, უკრაინაში, არამედ მტერსაც ესმის“, - განაცხადა ზელენსკიმ.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია ამ გეგმის განხორციელების მტრის ტერიტორიაზე დანახვა და ასევე უკრაინის შეიარაღებული ძალების შედეგებში, გამარჯვებაში დანახვა.

„მნიშვნელოვანია ამ გეგმის განხორციელების მტრის ტერიტორიაზე დანახვა და ჩვენი შეიარაღებული ძალების შედეგებში, გამარჯვებაში დანახვა“, - აღნიშნა ერმაკმა.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს