23 წლის გიორგი საყურაშვილის მკვლელობის საქმის პროკურორის განმარტებით, საყურაშვილი მის მეგობრებსა და ბრალდებულს შორის მომხდარ კონფლიქტში მხოლოდ გამშველებელი იყო

კონსერვატორიის სტუდენტის, 23 წლის გიორგი საყურაშვილის მკვლელობის საქმის პროკურორის, გია შაიშმელაშვილის განმარტებით, საყურაშვილი მის მეგობრებსა და ბრალდებულს შორის მომხდარ კონფლიქტში მხოლოდ გამშველებელი იყო.

პროკურორის განმარტებითვე, ახალგაზრდა, რომელიც მოკლეს, ჩხუბში არ მონაწილეობდა, კონფლიქტი კი ყოფით ნიადაგზე, ბრალდებულის ინიციატივით მოხდა.

„წინარე გარემოება მომხდარი კონფლიქტი და ჩხუბი იყო, რომლის ინიციატორიც ბრალდებული იყო. საყურაშვილს არანაირი მონაწილეობა ამ ჩხუბში არ მიუღია, ის მხოლოდ გამშველებლის სტატუსით იმყოფებოდა, დანის დარტყმამდეც, ამ ბავშვმა ბრალდებულს უთხრა, რომ მის ცემაში მონაწილეობა არ მიუღია და უდანაშაულო იყო. ამის მიუხედავად, ბრალდებულმა მაინც განახორციელა მის სხეულზე დანით ზემოქმედება, რამაც მისი გარდაცვალება გამოიწვია.

ჩხუბში რამდენიმე პირი იღებდა მონაწილეობას, საყურაშვილი შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა, მაგრამ მას ჩხუბში მონაწილეობა, როგორც მოჩხუბარს არ მოუღია. იქ მისი მეგობრებიც იმყოფებოდნენ. პირთა წრის გაფართოებასთან დაკავშირებით ვერაფერს გეტყვით, გამოძიება მიმდინარეობს",- განაცხადა შაიშმელაშვილმა.

ცნობისთვის, კონსერვატორიის სტუდენტის, 23 გიორგი საყურაშვილის მკვლელობაში ბრალდებულ მირიან თოხაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

მირიან თოხაძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

ბრალდებულს სასჯელის სახედ და ზომად 10-იდან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე