ნინო ენუქიძე - პრივატიზაციის მესამე კვარტლის გეგმისა და ცხრა თვის ბიუჯეტის გადაჭარბებით შესრულება სახელმწიფო ქონების სააგენტოსა და ბიზნესის აქტიური მუშაობის შედეგია

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, ნინო ენუქიძის ინფორმაციით, სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, აქტიური პრივატიზაციის შედეგად, მესამე კვარტლის გეგმით, სახელმწიფო ბიუჯეტში გათვალისწინებული 38 მლნ ლარის ნაცვლად, 82 მილიონ ლარზე მეტი გადარიცხა.

მინისტრის მოადგილის განცხადებით, საანგარიშგებო პერიოდში გამოცხადდა 337 ელექტრონული აუქციონი, რომელთა უმეტესობა წარმატებით დასრულდა და სახელმწიფო ქონების პრივატიზაციის მესამე კვარტლის გეგმა 216%-ით შესრულდა.

„აღსანიშნია, რომ გადაჭარბებით შესრულდა სამივე კვარტლის საპრივატიზებო გეგმაც, შედეგად, 9 თვის გეგმით გათვალისწინებული 110 000 000 ლარის ნაცვლად, ცენტრალურ ბიუჯეტში 180 000 000 ლარზე მეტია მობილიზებული “ - აღნიშნა ნინო ენუქიძემ.

მისივე თქმით, ბიზნესი ძალიან აქტიურად იყო ჩართული სახელმწიფო ქონების პრივატიზების პროცესში, შესაბამისად, ქონების სააგენტოსა და კერძო სექტორის აქტიური მუშაობის შედეგია ცხრა თვის ბიუჯეტის გადაჭარბებით შესრულება.

„ბიზნესთან მუშაობას გავაგრძელებთ ინტენსიურად და ვეცდებით, რომ წლის ბოლოსაც საუკეთესო შედეგები გვქონდეს“,- განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

ლაშა ტუღუში - ის საგარეო პოლიტიკა, რომელსაც ახლა ჩვენი ხელისუფლება ატარებს, მრავალვექტორული კი არა, ანტიბალანსის პოლიტიკაა, ევროკავშირთან არა ინტეგრაციის, არამედ, დეზინტეგრაციის პოლიტიკას ვატარებთ
ქართული პრესის მიმოხილვა 02.07.2026
ფერნანდო მორიენტესი SBC Summit Tbilisi-ს დაესწრება
​საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ ბათუმის ნავთობტერმინალსა და ბათუმის საზღვაო ნავსადგურს პირველად ეწვია
„იმპექსი“ PLUS-ის დაბადების დღის კამპანიას უერთდება
6 ივლისის 06:00 საათიდან „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და „საქორგგაზის“ მომხმარებლების ნაწილს გაზის მიწოდება შეუწყდება
BENEFITS და MedVeritas Global პარტნიორები გახდნენ