სალომე ზურაბიშვილი - არ მგონია, აშშ-ის რომელიმე პრეზიდენტმა რუსეთს იოლად მოგების საშუალება მისცეს - რუსეთი უკრაინასთან ომს აგებს

ადგილზე რეალობა ისეთია, რომ არ მგონია, აშშ-ის რომელიმე პრეზიდენტმა ეს უგულებელყოს და რუსეთს იოლად მოგების საშუალება მისცეს, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „ვარშავის უსაფრთხოების სამიტის“ ფარგლებში გამართულ პანელზე განაცხადა.

საქართველოს პრეზიდენტს დაუსვეს შეკითხვა, რამდენად შემაშფოთებელია მისთვის, რომ აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა არაერთხელ თქვა, რომ სურს უკრაინაში ომის დასრულება და ამისთვის ის მოლაპარაკებებს გამართავს ვლადიმერ პუტინთან, საუბარია დონალდ ტრამპზე.

„აშშ-ის პოლიტიკა ორპარტიული პოლიტიკაა. ვფიქრობ, უკრაინასთან დაკავშირებით იქნება ორპარტიული პოლიტიკა. ადგილზე რეალობა ისეთია, რომ არ მგონია, აშშ-ის რომელიმე პრეზიდენტმა ეს უგულებელყოს და რუსეთს იოლად მოგების საშუალება მისცეს. ის ამ დრომდე ომს აგებს, ვინაიდან რუსეთისთვის ორწელიწადნახევრის შემდეგ ომის ვერ მოგება, მაშინ, როცა ის ფიქრობდა, რომ ეს იქნებოდა სამდღიანი ოპერაცია, უკვე წაგებაა“, - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს