ანა ნაცვლიშვილი - რაჟდენ კუპრაშვილი შავ დღეშია, ისევე როგორც მთელი „ოცნება“

რაჟდენ კუპრაშვილი შავ დღეშია, ისევე როგორც მთელი „ოცნება“, - ამის შესახებ "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა, რითაც ირაკლი კობახიძის განცხადებას ეხმაურება, რომლითაც ის ანტიკორუფციული სამსახურის ხელმძღვანელს მიმართავს, რომ შეცვალოს სადამკვირვებლო ორგანიზაციებთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება.

ანა ნაცვლიშვილის თქმით, რაჟდენ კუპრაშვილი გამოუვალ მდგომარეობაშია.

„შავ დღეშია რაჟდენ კუპრაშვილი. არ დაემორჩილება კობახიძეს და მოხსნის ორ წუთში, კანონის დარღვევა არ დასჭირდება, დაემორჩილება და თავისი ხელით შექმნის სამართლებრივ სამხილს, რომ პარტია "ქართული ოცნების" გაგრძელებაა, არანაირი დამოუკიდებლობა არ აქვს და ყველა თავის გადაწყვეტილებას - როგორც მიღებულს, ასევე მომავალში მისაღებს, გამოაცლის ყველანაირ სანდოობას. ისედაც ვინ ენდობოდა, მაგრამ მაინც. „ოცნება“ კი ამ არჩევნებს აგებს და რამდენიც არ უნდა ეცადოს დამკვირვებლებზე ზეწოლას, ამ არჩევნებს წააგებს, ამის მიზეზი თავის თავში ეძებონ და არა გარეთ - ხალხისთვის მიცემული ყველა დაპირება დაარღვიეს და ბოლოს, ქვეყნის კონსტიტუციური კურსის ცვლილება განიზრახეს, ოკუპანტისთვის ბოდიშის მოხდაც მოითხოვეს, ამას კი მათ არავინ აპატიებს", - წერს ანა ნაცვლიშვილი სოციალურ ქსელ "ფეისბუქზე".

ცნობისთვის, დღეს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ მას მიზანშეწონილად მიაჩნია, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე ორგანიზაციის სტატუსი მოეხსნას.

“სასურველია, იგივე მიდგომა გავრცელდეს განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე ორგანიზაციად აღიარებულ სხვა სუბიექტებზეც, მიუხედავად იმისა, რომ ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილებას დაუმორჩილებლობა მხოლოდ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ გამოუცხადა”, - ნათქვამია პრემიერის განცხადებაში

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება