ბენიამინ ნეთანიაჰუ - ირანმა დიდი შეცდომა დაუშვა და ამისთვის გადაიხდის

ირანმა დიდი შეცდომა დაუშვა და ამისთვის გადაიხდის, ისრაელზე დარტყმა ჩაიშალა და ჩაიშალა ისრაელის საჰაერო თავდაცვის სისტემის წყალობით, რომელიც ყველაზე მოწინავეა მსოფლიოში, - ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა.

„ირანის რეჟიმს არ ესმის ჩვენი სიმტკიცე, დავიცვათ ჩვენი თავი და ჩვენი სიმტკიცე, რომ სამაგიერო მივუზღოთ ჩვენს მტრებს. გაიგებენ ამას“, - აღნიშნა ნეთანიაჰუმ.

ამასთან, მან მადლობა გადაუხადა აშშ-ს მხარდაჭერისთვის და ხაზი გაუსვა, რომ „მსოფლიოს ნათელი ძალები“ თეირანის წინააღმდეგ უნდა გაერთიანდნენ და ისრაელის გვერდით დადგნენ.

”არჩევანი არასოდეს ყოფილა ასეთი მკაფიო ტირანიასა და თავისუფლებას შორის, კურთხევასა და წყევლას შორის”, - აღნიშნა ნეთანიაჰუმ.

ლევან ალაფიშვილი - საპარლამენტო საგამოძიებო კომისია ვერ ჩაანაცვლებს ვერც პროკურატურის გამოძიებას და ვერც სასამართლოს, სარჩელზე დართული წულუკიანის კომისიის დასკვნის ლეგიტიმურობა საეჭვოა და კანონდარღვევის დასადგენად ვერ გამოდგება
ქართული პრესის მიმოხილვა 22.10.2026
საქართველოში ავსტრიის ეროვნული დღე და ავსტრიის წარმომადგენლობის 10 წლის იუბილე გაიმართა
სილქნეტი საქართველოში NVIDIA-ს ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურას დანერგავს