ლევან ხაბეიშვილი - პრეზიდენტი სააკაშვილი მხოლოდ იმისთვის იხდის სასჯელს, რომ მას ამ რეჟიმის დამარცხება შეუძლია - 5 ნომერში ყველაზე დაცული იქნება მოქალაქის ევროპული ხმა

პრეზიდენტი სააკაშვილი მხოლოდ იმისთვის იხდის სასჯელს, რომ მას ამ რეჟიმის დამარცხება შეუძლია, - ამის შესახებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ხაბეიშვილმა აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილი რომ თავისუფალი იყოს, „ბევრად უფრო მარტივი იქნებოდა ხელისუფლების სადავეებიდან ივანიშვილის და საქართველოს სახელმწიფო მტრების ჩამოშორება“.

„საქართველოს მოქალაქეებს ერთი მარტივი ჭეშმარიტება უნდა ესმოდეთ - 26 ოქტომბერს ექსპერიმენტების დრო აღარ იქნება. საქართველოს მოქალაქეებმა კონკრეტული ხმა არ უნდა გარისკონ, ვგულისხმობ შემდეგს, რომ „ერთიანობა ნაციონალურ მოძრაობა“, 5 ნომერში ყველაზე დაცული იქნება მოქალაქის ევროპული ხმა. ამიტომ, მინდა მოვუწოდო ყველას, უმნიშვნელოვანესია, თქვენი ხმა იყოს დაცული, თქვენი ხმა უბრალოდ არ გადააგდოთ ან არ მისცეთ ივანიშვილს. არ უნდა ჩავატაროთ ექსპერიმენტები და უნდა გაიმარჯვოს ერთიანობამ, რომელიც ამ ხმის გარანტირებულად დაცვას უზრუნველყოფს. სხვა შემთხვევაში, არსებობს რისკი, რომ ეს ხმა შემდეგ ივანიშვილის კალათაში მოხვდეს, ვგულისხმობ პროცენტულ ბარიერებს და ა.შ.

ყველას კარგად ესმის, რომ დღეს პრეზიდენტი სააკაშვილი მხოლოდ იმისთვის იხდის სასჯელს, რომ მას ამ რეჟიმის დამარცხება შეუძლია. ცხადია, მისი თავისუფლების შემთხვევაში, ბევრად უფრო მარტივი იქნებოდა ხელისუფლების სადავეებიდან ივანიშვილის და საქართველოს სახელმწიფო მტრების ჩამოშორება. სწორედ ამიტომ არის პრეზიდენტი სააკაშვილი ტყვეობაში, სწორედ ამიტომ არ ეძლევა მას საარჩევნო კამპანიაში ჩართვის შესაძლებლობა,მაგრამ კიდევ გავიმეორებ- მიხეილ სააკაშვილის, „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა“ არის გარანტირებულად დაცული ევროპული ხმა ჩვენი მოქალაქისთვის“, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

ემილ ავდალიანი - ახლო და საშუალოვადიან პერსპექტივაში ჰორმუზის სრუტის მეორეხარისხოვან მარშრუტად გადაქცევა პრაქტიკულად არარეალისტურია, ნაწილობრივ შემცირება, შესაძლებელია, მაგრამ არა სრულფასოვანი ჩანაცვლება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.08.2026
Galaxy Z სერიის უახლესი დასაკეცი სმარტფონების ინოვაციური ეპოქა - წინასწარი გაყიდვები 3 აგვისტოდან იწყება
Sol De Janeiro უკვე  ოფიციალურად საქართველოშია - ბრაზილიური ზაფხული, ნებისმიერი სეზონისთვის
ახალი „ავტო სივრცე“ „ვისოლის“ აპლიკაციაში - მძღოლებისთვის საჭირო ყველა სერვისი ერთ APP-ში