კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ფუნდამენტური კვლევების საგრანტო პროექტის ფარგლებში განხორციელდა კვლევა - „ტყუილის კვლევა ნეიროფიდბექის მეთოდოლოგიით“

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ფუნდამენტური კვლევების საგრანტო პროექტის ფარგლებში განხორციელდა კვლევა - „ტყუილის კვლევა ნეიროფიდბექის მეთოდოლოგიით“. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, 2023 წლის ფუნდამენტური კვლევების საგრანტო კონკურსის გამარჯვებულმა, პოლიტიკის მეცნიერების დოქტორმა, მაგდა კოტრიკაძემ შეისწავლა პოლიტიკური ტყუილის და პროპაგანდის გავლენა ადამიანის თავის ტვინსა და პერიფერიაზე.

„კვლევა უნიკალურია, რადგან მსგავსი ტიპის აპარატული კვლევა პოლიტიკის მეცნიერებებში ამ დრომდე არ განხორციელებულა. მნიშვნელოვანია, რომ კვლევის შედეგები აისახა მაგდა კოტრიკაძის საკვალიფიკაციო ნაშრომში, რომელსაც ხელმძღვანელობდა პოლიტიკის მეცნიერების დოქტორი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი, ვახტანგ მაისაია.

კვლევით შესწავლილია თავის ტვინის რეაგირება ტყუილის ზემოქმედების მომენტში და გამოვლენილია აქტიური და პასიური სიტყვები და შინაარსები, გამოკვლეულია როგორ ტრანსფორმირდება ტყუილი სიმართლედ ჩვენს გონებაში და იზრდება მიმღებლობა ინფორმაციაზე, პროპაგანდასა და ტყუილზე. შესწავლილია ტყუილის აღქმა და ადამიანების მიდგომა ტყუილის მიმართ, მათი შეფასება და დამოკიდებულება, რომელ საკითხებში უფრო ტოლერანტულები არიან ადამიანები და რომელში უფრო ნაკლებად.

მსგავსი ტიპის აპარატული კვლევები მსოფლიოში საკმაოდ პოპულარულია და მიიჩნევა, რომ შედეგების ცდომილება მინიმუმამდეა შემცირებული. კვლევის შედეგები საინტერესოა როგორც პოლიტიკის მეცნიერების მკვლევართათვის, ასევე დარგის სპეციალისტებისთვის სხვადასხვა სექტორებიდან“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი მელაშვილი - „ოცნების“ მიზანია ევროპული კურსიდან გადახვევის, ისტორიული შანსის ხელიდან გაშვებისა და ქვეყნის იზოლაციის მთელი პასუხისმგებლობა ბრიუსელის „დაუთმობლობას“ გადააბრალოს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.06.2026
ერთდროულად ორი - ფრანგული და ქართული დიპლომი ალტე უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის
5-წლიანი გარანტია 100%-იანი ანაზღაურებით: Duracell-ის ექსკლუზიური პირობა
საქართველო, როგორც „მანჩესტერ სიტისა“ და ცენტრალური აზიის ფეხბურთს შორის პარტნიორობის დამაკავშირებელი ხიდი
„ჯი-თი მოტორსმა“ ინფორმაციული უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტი დანერგა
როგორ ეუფლებიან ქართველი სტუდენტები ყველაზე მოთხოვნად პროფესიას - გზა კოლეჯიდან დიდ წარმოებამდე
„თელავგაზი“ თელავის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფლისთვის გაზის შეწყვეტის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს