რომან გოცირიძე - ახლა დარჩენილია ის, რომ ანტიკორუფციული ბიურო დაიხუროს, დიდი ბოქლომი დაედოს - აუცილებელი იყო უკან დახევა, ივანიშვილი უმკაცრესად გააფრთხილეს, სანქციები კი არა ციმბირში მოგიწევს გადასახლებაო

ახლა დარჩენილია ის, რომ ანტიკორუფციული ბიურო დაიხუროს, დიდი ბოქლომი დაედოს და იურიდიულად გაუქმდეს, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, რომან გოცირიძე განაცხადა, რითაც ანტიკორუფციული ბიუროს მიერ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოსა“ და ეკა გიგაურის „გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტებად გამოცხადების“ შესახებ საკუთარი გადაწყვეტილების გაუქმებას გამოეხმაურა.

როგორც გოცირიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ აღნიშნა, პრემიერ-მინისტრმა საჯარო მოწოდება, რომ ანტიკორუფციული ბიუროს საკუთარი გადაწყვეტილება შეეცვალა, აშშ-ს გასაგონად გააკეთა.

„კობახიძემ გუშინ დიდი განცხადება გააკეთა, მან ანტიკორუფციულ სამსახურს მოუწოდა, რომ თავისი განცხადება შეეცვალა. პარლამენტში ყველა ვამტკიცებდით, იგივე დაწერა ვენეციის კომისიამაც, რომ თუ ამ სამსახურის უფროსს პრემიერი დანიშნავდა და ისვე მოხსნიდა, ამ ფორმით ანტიკორუფციული სამსახურის არსებობა არის საშიში.

აუცილებელი იყო უკან დახევა. კი, მაგრამ ტელეფონით ვერ დაურეკა? ვერ უთხრა, რომ ვითომ დამოუკიდებელს, თვითონვე შეეცვალა [გადაწყვეტილება] ? რა გააკეთა კობახიძემ? - საჯაროდ განაცხადა, მორალურად გაანადგურა. ახლა დარჩენილია ის, რომ ეს უწყება დაიხუროს, დიდი ბოქლომი დაედოს და იურიდიულად გაუქმდეს. რატომ? ორი ვარიანტია: ბრიყვია? - არ არის ბრიყვი. მაშინ რატომ? იმიტომ, რომ უმკაცრესად გააფრთხილეს, სანქციები კი არა ციმბირში მოგიწევს გადასახლებაო. პირადად მას, ბიძინა ივანიშვილს და სხვებს შეუთვალეს, რომ სანქციები კიდევ უფრო მძიმე იქნება. ამიტომ, კობახიძემ საჯარო განცხადება იმათ [აშშ] გასაგონად გააკეთა, განსაკუთრებით, ამერიკაში და გაეროში ვოიაჟის შემდეგ კუდამოძუებული დაბრუნების შემდეგ“, - განაცხადა გოცირიძემ.

პრემიერ-მინისტრ, ირაკლი კობახიძის განცხადება, რომ „ჩვენ უნდა დავლაგდეთ ყველასთან, მათ შორის „გლობალური ომის პარტიასთანაც“, ემსახურება ამომრჩევლების „გამხნევებას“.

„ბაიდენის სუფრიდან გამოგდება წარმოუდგენელი რაღაცაა. „ქართულ ოცნებას“ წინასაარჩევნოდ უნდა, სამარცხვინო მდგომარეობაში ჩავარდნისა და საერთაშორისო იზოლაციის ფონზე, საკუთარი ამომრჩევები გაამხნეოს და შეუტიეს გლობალური ომის პარტიას. ოღონდ, ივანიშვილმა გლობალური ომის პარტია აშშ და ევროკავშირი არ არისო. კომიკურ მდგომარეობაში ჩაიგდეს თავი. აშშ-ს საელჩო ურტყამს და ურტყამს ამათ ყურებში“,- აღნიშნა გოცირიძემ.

გაერთიანებული სამეფოს ელჩი გარეტ უორდი - „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონი არის არაპროპორციული, ახშობს სიტყვის თავისუფლებას და ახდენს მათ სტიგმატიზაციას, ვინც საზოგადოებისთვის სასარგებლო საქმეს აკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 14.10.2024
„ბიბლუსში“ გიორგი კეკელიძის წიგნის „დედა და ილია“ საჯარო წარდგენა გაიმართება
Samsung-ის ფესტივალი დაიწყო - განაახლე ტექნიკა საუკეთესო შეთავაზებით
თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზნესისთვის, რომელიც დროს და რესურსებს დაგიზოგავს
„სილქ დეველოპმენტი“ ბათუმის შუაგულში ახალ პროექტს აანონსებს
„ბანკი ქართუს“ მიერ დაფინანსებული ახალი პროექტი - ბოლნისში თანამედროვე სტანდარტების საავადმყოფო გაიხსნა
კოლიერსის გუნდის შეფასება და ლოპოტა სპა რეზორტის  ახალი ეტაპი