გიორგი მარგველაშვილი - უკრაინაში ომმა „ქართული ოცნების“ ლუსტრაცია მოახდინა - უცნაურია, რომ ქვეყნის მოსახლეობის 85% იყოს პროდასავლურ პოზიციაზე და შენ გინდოდეს არჩევნების მოგება სრულიად სხვა პოზიციით

არა მარტო “ქართული ოცნების” კონტექსტშია უცნაური, მსოფლიო პოლიტიკური გამოცდილების კონტექსტშიც უცნაურია, რომ ქვეყნის მოსახლეობის 85% იყოს პროდასავლურ პოზიციაზე და შენ გინდოდეს არჩევნების მოგება სრულიად სხვა პოზიციით , - ამის შესახებ საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა, კოალიცია “ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი მარგველაშვილმა "პალიტრანიუსის" გადაცემა “360 გრადუსში” განაცხადა.

მეოთხე პრეზიდენტმა ისაუბრა ქვეყნის საგარეო პოლიტიკასა და ხელისუფლების დამოკიდებულებაზე უცხოელი პარტნიორების მიმართ.

როგორც მან აღნიშნა, არ სურს, პარტნიორები ჩაერიონ საარჩევნო შედეგებში და ოპოზიციას პარლამენტში შესვლა აიძულონ, როგორც 2020 წლის არჩევნების შემდეგ მოხდა.

“ქართული ოცნებისგან” პირველი უკმეხი შენიშვნები ჩვენი პარტნიორების მიმართ 2020 წლის არჩევნების მერე დაიწყო. მართალია, ყველაფერი გააკეთეს პარტნიორებმა, რომ პარლამენტი შემდგარიყო, მაგრამ არ იყო მაგათი საქმე და მაინც ჩაერივნენ. ძალიან ცუდი ქნეს იმიტომ, რომ მიიღეს ეს შედეგი. მე არ მინდა, რომ ჩაერიონ და დაუწყონ ოპოზიციას ხელების გადაგრეხა - დამშვიდდით და პარლამენტში შედითო, რაც მაშინ გააკეთეს.

ჩვენი პარტნიორების მიმართ ხელისუფლების რადიკალური დამოკიდებულება იწყება და მიმდინარეობს უკრაინის ომის დაწყების პარალელურად. რეალურად, უკრაინის ომმა ლუსტრაცია მოახდინა ამ პოლიტიკური ძალის - უკრაინის ხელისუფლებაზე ღია თავდასხმა, ომის პარტიაზე საუბარი და საბოლოოდ, 29 აპრილის განცხადება არის საარჩევნო ტემპერატურაზე ამის აყვანა. ამას მოსდევს განცხადება, რომ ჩვენ დამნაშავეები ვართ და ბოდიში უნდა მოვიხადოთ ომისთვის დ ბოლოს, ლავროვის განცხადება სამი მეზობელი სახელმწიფოს მოლაპარაკებებში ხელშეწყობაზე - ეს უკვე ახალი ეტაპია.

არა მარტო “ქართული ოცნების” კონტექსტშია ეს უცნაური, მსოფლიო პოლიტიკური გამოცდილების კონტექსტშიც უცნაურია, რომ ქვეყნის მოსახლეობის 85% იყოს პროდასავლურ პოზიციაზე და შენ გინდოდეს არჩევნების მოგება სრულიად სხვა პოზიციით - ამის ანალოგი არ ვიცი”, - განაცხადა მარგველაშვილმა.

მარგველაშვილმა ასევე განმარტა მისი პოლიტიკური პოზიცია, რატომ არ სურდა კოალიციისა და ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას პარტიის გაერთიანება წინასაარჩევნოდ.

მისი თქმით, იფიქრა იმ ამომრჩეველზე, რომელიც “გავრილოვის ღამეს” აქციაზე იდგა და რომლისთვისაც გიორგი გახარია არ არის „მარტივი შემოსახაზი“.

“პოლიტიკური ტექნოლოგიის კლასიკაა, რომ, დავუშვათ, ორი 10%-იანი პარტია გაერთიანდა, საერთო შედეგი იქნება 15% და არა 20%. სხვა ვითარებაა საქართველოში იმიტომ, რომ გაერთიანებაზე მოთხოვნაა საზოგადოებისგან, მაგრამ, ამ შემთხვევაში, თუნდაც ის ხალხი, ვინც მე მაძლევს ხმას, ხომ არიან ის ადამიანები, ვინც “გავრილოვის ღამეს” აპროტესტებდა? მათთვის როგორ იქნება ჩვენი კოალიციის ნომრის შემოხაზვა ადვილი, თუ შიგნით გახარია იქნება? რა თქმა უნდა, მე შემიძლია გახარიასთან მომავალსა და პოლიტიკაზე საუბარი, მხოლოდ მასთან კი არა, ნებისმიერთან, მაგრამ მე ჩემს ამომრჩეველზე ვიფიქრე”, - აღნიშნა მარგველაშვილმა.

ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 10.08.2026
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს