ნინო წილოსანი - სანქციები არის უსამართლობა - დიდი ხანია ჩვენ ამ დაშინების ქვეშ ვართ, უბრალოდ, თავს ვერ მივცემთ უფლებას გარედან ზეწოლამ გვაიძულოს ისეთ მოცემულობაში ჩავაყენოთ ქვეყანა, რომ ისტორიამ მოღალატეებად განგვსაჯოს

ამ მოცემულობაში, ნებისმიერი ადამიანის მიმართ სანქციები არის უსამართლობა, იმიტომ, რომ ამ სანქციებს არ გააჩნია არანაირი ლეგიტიმური საფუძველი და არის გარკვეული დღის წესრიგის შექმნის მცდელობა ქართულ პოლიტიკაში , - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა. ამით წილოსანმა უპასუხა კითხვას „ფორმულას“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის საზღვარგარეთ მცხოვრებ შვილებს საბანკო ანგარიშებზე წვდომა შეეზღუდათ.

ნინო წილოსანის განცხადებით, გარე ძალები ქართულ პოლიტიკაში დღის წესრიგის შექმნას და პოლიტიკური ხელმძღვანელობის შეცვლას გეგმავენ.

„დიდი ხანია მსგავსი ნიუსები, სხვადასხვა მიმართულებით, საპარლამენტო გუნდზე იქნება თუ სხვა, მუსირებს მედიაში, მათ შორის არის დაშინების მცდელობაც. სანქციები ამ მოცემულობაში ნებისმიერი ადამიანის მიმართ არის უსამართლობა, იმიტომ, რომ ამ სანქციებს არ გააჩნია არანაირი ლეგიტიმური საფუძველი და არის გარკვეული დღის წესრიგის შექმნის მცდელობა ქართულ პოლიტიკაში. ერთის მხრივ, ნამდვილად დღის წესრიგის შექმნას ცდილობენ გარედან ძალები, რომლებიც სამწუხაროდ პოლიტიკური ხელმძღვანელობის შეცვლას გეგმავენ საქართველოში, იმის მიუხედავად, ქართველ ხალხს ვინ და როგორ უნდა და ვის აირჩევენ“, - განაცხადა ნინო წილოსანმა.

კითხვაზე, „თუ მიზანი საქართველოს ხელისუფლების შეცვლაა, გამორიცხავთ, რომ უახლოეს პერიოდში ფინანსური სანქციები „ქართული ოცნების ლიდერების თუ მათთან დაახლოებული პირების მიმართ ამოქმედდეს?“, ნინო წილოსანი აცხადებს, რომ „ქართული ოცნება“ ვერ მისცემს უფლებას საკუთარ თავს, რომ სანქციების შიშით ქვეყანაში ესკალაციის რისკი შექმნას.

„ფაქტია, რომ ამ მიზანს ემსახურებიან, დიდი ხანია, ჩვენ ამ დაშინების ქვეშ ვართ უბრალოდ, ადამიანები, ვისაც ქართველმა ხალხმა მოგვანიჭა მანდატი, რომ ეს ქვეყანა გვემართა, მშვიდობიანი გზით და განვითარების საუკეთესო პერსპექტივებით, ჩვენ, ვერ მივცემთ ჩვენ თავს იმის უფლებას, რომ სანქციებმა ან გარედან წამოსულმა რაიმე ზეწოლამ გვაიძულოს, რომ ისეთ მოცემულობაში ჩავაყენოთ საკუთარი ხალხი და ქვეყანა, რომ შემდეგ ისტორიამ განგვსაჯოს, როგორც მართლა საკუთარი ქვეყნის მოღალატეები. ვგულისხმობ, რა თქმა უნდა, საომარი დღის წესრიგის შექმნას ამ ქვეყანაში. პასუხისმგებლობა, რომელიც ჩვენ გვაქვს, გვაიძულებს, რომ ვიყოთ ძალიან ფრთხილები სახელმწიფო პოლიტიკურ მართვაში. შესაძლოა ემოციურად ძალიან ბევრ რაღაცას ვგრძნობდეთ ან გვინდოდეს თქმა, მაგრამ სიფრთხილე, რომ არ შევქმნათ რაიმე რისკები ესკალაციის, საქართველოში ოკუპანტის შემოჭრის და ა.შ. ეს გვაიძულებს, რომ ვიყოთ ძალიან კორექტულები და ფრთხილები ჩვენს პოლიტიკაში. ეს გვამოტივირებს, რომ არაფერზე არ გავცვალოთ ამ ქვეყნის მშვიდობიანი მომავალი. მოსახლეობა და ჩვენი ამომრჩეველი ამას რომ უყურებს, რამხელა ზეწოლის ქვეშ გავდივართ, არავის არ გვსიამოვნებს და არ გვიხარია, მათ შორის ჩვენ შვილებზე და ოჯახის წევრებზე მიდიოდა საუბარი და ფაქტობრივად, თითოეულმა ჩვენგანმა რაღაც კუთხით თავი გადავდეთ ამ საქმისთვის, რომელსაც ვემსახურებით და დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან კარგად დაინახავს ამას ქართული საზოგადოება“, - განაცხადა ნინო წილოსანმა.

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x

ლევან ლორთქიფანიძე - დამოუკიდებლობის დღეს ვხვდებით შფოთით, ბრაზით, არასტაბილურობის შეგრძნებით და ბუნდოვანი მომავლით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
მორიგი მნიშვნელოვანი პარტნიორობა უძრავი ქონების ბაზარზე
ისარგებლე „სილქნეტის“ 90-დღიანი პაკეტებით მთელი ზაფხული
გადაიხადეთ SOLO MASTERCARD World Elite ბარათით Dressup.ge-ზე და მიიღეთ 40%-იანი „ქეშბექი“
„ფავორიტი სტილის“ ახალი შენობა და ტექნოლოგიური განახლება - კომპანია ახალ ეტაპზე გადადის