გიორგი ვაშაძე - ფაქტია, რომ სანქციები ეფექტურია, რადგან „ქართულმა ოცნებამ“ უკან დახევა დაიწყო: სამოქალაქო სექტორზე ჯარიმები და შენიშვნები გააუქმა, რიტორიკა შეცვალა, შესაბამისად, „ოცნება“ ემზადება ხელისუფლების გადაბარებისთვის

ფაქტია, რომ [სანქციები] ეფექტიანია, რადგან „ქართულმა ოცნებამ“ უკან დახევა დაიწყო: სამოქალაქო სექტორზე ჯარიმები და შენიშვნები გააუქმა, რიტორიკა შეცვალა, შესაბამისად, „ქართული ოცნება“ ემზადება ხელისუფლების გადაბარებისთვის, - ამის შესახებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, რამდენად მოსალოდნელია ბიძინა ივანიშვილსა და მისი ოჯახის წევრებს საერთაშორისო სანქციები დაუწესდეთ.

ვაშაძის თქმით, „ვერცერთი ადამიანი, ვინც ცდილობს რუსული ინტერესები შეასრულოს და საქართველოსა და ქართველი ხალხის ნება გააყალბოს, პასუხისმგებლობას ვერ ასცდება“.

„რაც არ უნდა ეცადოს ივანიშვილი და „ქართული ოცნება“, რომ საქართველო იზოლაციაში მოაქციონ, ეს მათ არ გამოუვათ. იმიტომ, რომ ისინი მარცხდებიან. ქართველი ხალხის არჩევანია ევროკავშირში გაწევრიანება, კეთილდღეობა, წინსვლა და არა იზოლაციისკენ სვლა.

ნებისმიერი ადამიანი, ვინც ძალისმიერი მეთოდებით შეეცდება გააყალბოს ქართველი ხალხის ნება, უმძიმეს პასუხს მიიღებს როგორც ქართველი ხალხისგან, ისე საერთაშორისო პარტნიორებისგან. დიახ, „ქართული ოცნება“ მარცხდება, დიახ, ისინი ახლა ძალიან შეშინებულები არიან, ამიტომაა რომ ბილბორდებს აკრავენ, ემიგრანტებს არ არეგისტრირებენ - ათობით ათასი ემიგრანტი გააქრეს საარჩევნო სიიდან, ამიტომაა, რომ ცდილობენ გააყალბონ რეალობა, მაგრამ ამ სიყალბეს 26 ოქტომბერს ვუპასუხებთ“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

გარდა ამისა, ვაშაძე გამოეხმაურა ეკა გიგაურისა და ხათუნა ლაგაზიძის ორგანიზაციებისთვის „გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტის“ სტატუსის მინიჭების შესახებ ანტიკორუფციული ბიუროს მიერ გადაწყვეტილების შეცვლას.

ვაშაძის აზრით, ბიურომ უკან დაიხია, რადგან თავად „ქართული ოცნება“ იხევს უკან.

„ანტიკორუფციული ბიურო ჩვეულებრივი ჭანჭიკია „ქართული ოცნების“ ძალადობრივი რეჟიმის. მან უკან დაიხია, რადგან უკან იხევს “ქართული ოცნება”, იმიტომ რომ “ქართული ოცნება” მარცხდება, რადგან საქართველო ირჩევს გზას ევროკავშირისკენ და უარს ეუბნება იზოლაციას. კიდევ ვნახავთ მათი მხრიდან ბევრი უკან დახევას“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია