ლევან სანიკიძე - 26 ოქტომბერს გადაწყვეტილია ბიძინა ივანიშვილისა და მისი სამარცხვინო ხელისუფლების გაშვება და ახალი კოალიციური ხელისუფლების მოსვლა, სადაც „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა“ ლოკომოტივის როლს შეასრულებს

თუკი გვსურს ვიყოთ დასავლური ცივილიზაციის ნაწილი, აუცილებელია ქვეყანაში ხელისუფლება მშვიდობიანად, არჩევნების გზით იცვლებოდეს. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ 26 ოქტომბერს გადაწყვეტილია ბიძინა ივანიშვილისა და მისი სამარცხვინო ხელისუფლების გაშვება და ახალი კოალიციური ხელისუფლების მოსვლა, სადაც „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა“ ლოკომოტივის როლს შეასრულებს“, - ასე გამოეხმაურა "ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის" პრესსპიკერი ლევან სანიკიძე, საქართველოს მე-5 პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილისა და ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენს შორის გამართულ შეხვედრას.

მისი თქმით, თუ საქართველოს ევროკავშირის წევრობა სურს, მაშინ საქართველო დემოკრატიული ქვეყანა უნდა გახდეს, რომელშიც ხელისუფლება არჩევნების გზით, მშვიდობიანად იცვლება.

„ჩვენ კარგად უნდა გვესმოდეს, რომ თუ გვინდა გავხდეთ ევროკავშირის წევრი და ეს გადაწყვეტილება ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას დიდი ხნის წინ აქვს მიღებული და 26 ოქტომბერს ამას კიდევ ერთხელ დააფიქსირებს, ამისთვის აუცილებელია, რომ საქართველო იყოს დემოკრატიული ქვეყანა, ხოლო დემოკრატიულ სახელმწიფოებში არჩევნები არ ყალბდება. ამიტომ, ჩვენი დასავლელი პარტნიორები, ჩვენი ევროპელი მეგობრები მუდმივად ხაზს უსვამენ, რომ თუკი ჩვენ გვსურს ვიყოთ დასავლური ცივილიზაციის ნაწილი, აუცილებელია ქვეყანაში ხელისუფლება მშვიდობიანად, არჩევნების გზით იცვლებოდეს, ხოლო ჩვენ თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ 26 ოქტომბერს გადაწყვეტილია ბიძინა ივანიშვილისა და მისი სამარცხვინო ხელისუფლების გაშვება და ახალი კოალიციური ხელისუფლების მოსვლა, სადაც „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა“ ლოკომოტივის როლს შეასრულებს“, - განაცხადა „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ პრესსპიკერმა ლევან სანიკიძემ.

შეგახსენებთ, ევროკომისიის პრეზიდენტთან ურსულა ფონ დერ ლაიენთან შეხვედრის შემდეგ, სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ შეხვედრაზე ყურადღება ევროპული მხარდაჭერის გადამწყვეტ მნიშვნელობაზე გამახვილდა.

„ხაზგასმით აღვნიშნე ევროპული მორალური მხარდაჭერის გადამწყვეტი მნიშვნელობა, რათა ქართველმა ხალხმა თავი იზოლირებულად არ იგრძნოს მაშინ, როცა 26 ოქტომბერს ისინი საკუთარ ევროპულ არჩევანს გააკეთებენ“, - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია