პროკურორი - კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებულს ჩაუტარდება ექსპერტიზა, რათა დადგინდეს, დანაშაულის დროს რამდენად შერაცხად მდგომარეობაში იმყოფებოდა - ეს პროცედურა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ყველა საქმეზე ინიშნება

თბილისის საქალაქო სასამართლომ ტრანსგენდერი ქალის, კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებულის, ბექა ჯაიანისთვის ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის ჩატარების შესახებ, ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

ამის შესახებ პროკურორმა, გრიგოლ ნიშნიანიძემ სხდომის დასრულების შემდგომ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც პროკურორმა განმარტა, ბრალდებული მოთავსდება ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში, რათა დადგინდეს დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის დროს რამდენად შერაცხად მდგომარეობაში იმყოფებოდა ის.

„დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარემ სასამართლოს მიმართა ბრალდებულ ბექა ჯაიანის ფსიქიატრიულ, ფსიქოლოგიური ექსპერტიზის ჩატარების მიზნით, ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში მოთავსებასთან დაკავშირებით. ამ გამოძიების ფარგლებში გამომძიებლის მიერ დანიშნულ იქნა სასამართლოს სტაციონარულ, ფსიქიატრიულ, ფსიქოლოგიური ექსპერტიზა დასადგენად იმისა, დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის დროს რამდენად შერაცხად მდგომარეობაში იმყოფებოდა ბექა ჯაიანი. ამასთან, იმყოფებოდა თუ არა ძლიერი სულიერი აღელვების მდგომარეობაში ბრალდებული. აქედან გამომდინარე, სასამართლოს ბრალდების მხარემ მიმართა შუამდგომლობით, რომელიც იყო დასაბუთებული და სასამართლომ ის დააკმაყოფილა. შესაბამისად, ის მოთავსდება ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ექსპერტიზის ჩატარების მიზნით. ისეთი კატეგორიის შინაარსისა და სპეციფიკის დანაშაულებრივი ქმედებებთან დაკავშირებით, როგორიც არის განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი განზრახ მკვლელობის სისხლის სამართლის საქმეები, აბსოლუტურად ყველა საქმეზე ინიშნება სასამართლო სტაციონარული, ფსიქიატრიული, ფსიქოლოგიური ექსპერტიზა და ბუნებრივია, ამ სისხლის სამართლის საქმეზეც მოხდა აღნიშნული ექსპერტიზის ჩატარება. რაც შეეხება შედეგებს, ეს უკვე ექსპერტიზაზეა დამოკიდებული“,- განაცხადა პროკურორმა.

ცნობისთვის, 37 წლის ტრანსგენდერი ქალის, კესარია აბრამიძის განსაკუთრებული სისასტიკით, გენდერის ნიშნით განზრახ მკვლელობაში ბრალდებული 26 წლის ბექა ჯაიანი ქუთაისის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „თ“ და „მ“ პუნქტებით მიმდინარეობს, რაც გენდერის ნიშნით განსაკუთრებული სისასტიკით დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

გიორგი მელაშვილი - „ქართული ოცნება“ ახალი პოლიტიკური სეზონის წინ ცუდ ფორმაშია იმ გაგებით, რომ პარტია გადაიქცა აპარატად, რომელიც ერთ ადამიანზე დგას და, როგორც ღარიბაშვილის საქმემ აჩვენა, შიგნით ბოლომდე ჩამპალია
ქართული პრესის მიმოხილვა 07.09.2026
პროკრედიტ ბიზნესი: თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs-ი გაიხსნა
სოკარ ჯორჯია პეტროლეუმმა SOCAR Group-ის შემადგენლობაში შემავალი Italiana Petroli-სგან იტალიური ბენზინის პირველი პარტია შემოიტანა
წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი 3 სექტემბერს იხსნება — პრესკონფერენცია წინანდალში
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი გაიხნა - სილქნეტი ფესტივალის უწყვეტი წარმდგენი