ბრიტანეთის ელჩი - „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონთა პაკეტი ძირს უთხრის ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს - კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, გადახედოს კანონთა პაკეტს

მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, გადახედოს „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონთა პაკეტს, რომელიც “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონთან ერთად, ზღუდავს როგორც სამოქალაქო საზოგადოებას, ისე ცალკეულ საქართველოს მოქალაქეების უფლებებს, - ამის შესახებ განცხადება ბრიტანეთის ელჩმა საქართველოში გარეტ უორდიმ გააკეთა, რასაც საელჩო სოციალურ ქსელში ავრცელებს.

ელჩი შეშფოთებულია, რომ კანონი მოკლე დროში იქნა მიღებული და მიიჩნევს, რომ ის ძირს უთხრის ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს.

“ვწუხვართ, რომ ხელი მოეწერა "ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ" კანონთა პაკეტს. ეს კანონთა პაკეტი ძირს უთხრის ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს, მათ შორის გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას და რისკის შემცველია საქართველოს ყველა მოქალაქისთვის.

ის ხელს შეუწყობს ისედაც მოწყვლადი ჯგუფების მიმართ კიდევ უფრო მეტ დისკრიმინაციას და მარგინალიზაციას.

შეშფოთებულები ვართ, რომ კანონთა პაკეტი მიღებულ იქნა ასეთ მოკლე დროში.

კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, გადახედოს „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონთა პაკეტს, რომელიც “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონთან ერთად, ზღუდავს როგორც სამოქალაქო საზოგადოებას, ისე ცალკეულ საქართველოს მოქალაქეების უფლებებს და ეჭვქვეშ აყენებს ბრიტანეთსა და საქართველოს შორის მრავალწლიან ურთიერთობას”, - განაცხადა ელჩმა.

„ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“ კანონს ხელი პარლამენტის თავმჯდომარემ , შალვა პაპუაშვილმა მოაწერა. როგორც მან სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნა, დღეს, საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, ხელს აწერს „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ" კანონს, რომელსაც ხელი არ მოაწერა სალომე ზურაბიშვილმა.

„ჩემთვის ამ კანონზე ხელის მოწერა, არის ყველაზე დიდი ლეგიტიმაციის მქონე ხელმოწერა. ხელმოწერა, რომლის უკან დგას ერიც და ბერიც“, - დაწერა პაპუაშვილმა „ფეისბუქზე“.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს