4 ოქტომბერს, 09:30 საათზე, თავისუფლების მოედანზე, „ჯორჯიან ბასის“ გაჩერებაზე „ძლიერი საქართველოს“ ახალგაზრდული ორგანიზაციის აქცია-პერფომანსი გაიმართება. 13:00 საათზე კი - ქუთაისის აეროპორტში.
თემა: „ოცნების პოლიტიკის შედეგად საქართველოს ვიზალიბერალიზაცია საფრთხეშია“.
საკონტაქტო: ბექა ბერიძიშვილი - 599 64 45 44
4 ოქტომბერს, 10:30 საათზე, „ერთიანობა ნაციონალურ მოძრაობის“ შტაბის ოფისში, მედიასთან კითხვა-პასუხის ფორმატში მიმდინარე თემებზე „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ კამპანიის პრესსპიკერი ლევან სანიკიძე ისაუბრებს.
მის: სააკაძის დაღმართი მეორე გასასვლელი #4, სართული 4
საკონტაქტო: ანუკა გაბელია - 551 633 644
4 ოქტომბერი, 11:00 საათზე, კოალიცია ,,ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ანა დოლიძე საქართველოს პროკურატურას განცხადებით მიმართავს.
თემა: განათლების ყოფილი მინისტრის პასუხისმგებლობა
მის: საქართველოს პროკურატურა (გორგასლის ქუჩა N24)
4 ოქტომბერს, 11:00 საათზე, „საარჩევნო კომპასი საქართველო 2024“ პრეზენტაცია გაიმართება. ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართავენ ევროკავშირის ელჩი საქართველოში პაველ ჰერჩინსკი, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში რობინ დანიგენი, გერმანიის ფედერალური რესპუბლიკის ელჩი საქართველოში ერნსტ პეტერ ფიშერი და საერთაშორისო რესპუბლიკის ინსტიტუტის დირექტორი ჯონ დიპირო.
მის: ლადო გუდიაშვილის N3, სასტუმრო „ვინდამ გრანდ თბილისი“
4 ოქტომბერს, 11:00 საათზე, „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები აგარაში ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრას გამართავენ.
მის: აგარის ქარხნის მიმდებარე ტერიტორია (ცენტრში სკვერთან)
საკონტაქტო: ირაკლი გაბისონია - 555 602 634
4 ოქტომბერს, 12:00 საათზე, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ტრიბუნა-დავით ჭიჭინაძე“ საპარლამენტო სიის პრეზენტაციას გამართავს.
მის: ალექსანდრე წურწუმიას 14, (ramada by wyndham tbilisi old city)
საკონტაქტო: 599 49 65 89
4 ოქტომბერს, 12:00 საათზე, „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი ანა ნაცვლიშვილი, ადგილობრივი ორგანიზაციის წარმომადგენლებთან ერთად, სოფელ გომში, სახნავ-სათესს სავარგულებზე მისასვლელ, დაზიანებულ ხიდ-ბოგირის ტერიტორიაზე მოსახლეობას შეხვდება და განცხადებას გააკეთებს. 15:00 საათზე კი, სოფელ ტოლებში, სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრობის კანდიდატს წარადგენს.
საკონტაქტო: თათია ახვლედიანი - 598 23 12 38
4 ოქტომბერს, 13:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში ბლოგერ უჩა აბაშიძისა და მისი მეუღლის, მარიამ იაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება.
4 ოქტომბერს, 13:15 საათზე, იურისტი გიორგი რეხვიაშვილი, საქალაქო სასამართლოში პარტია „მოქალაქეების“ სააპელაციო საჩივარს წარადგენს და უსამართლოდ დაკისრებულ 10 000-ლარიან ჯარიმას გაასაჩივრებს.
საკონტაქტო პირი: გიორგი რეხვიაშვილი 577180868
4 ოქტომბერს, 14:00 საათზე, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტების ერთობლივი სხდომა გაიმართება.
პირველი რესპუბლიკის დარბაზი (C კორპუსი, III სართული)
4 ოქტომბერს, 14:00 საათზე, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში საიუბილეო სხდომა გაიმართება, რომელიც ცნობილი მეცნიერისა და საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწის, აკადემიკოს ანდრია აფაქიძის დაბადების 110 წლისთავს ეძღვნება.
მის: შოთა რუსთაველის გამზირი.52, V სართული
საკონტაქტო: 577521778
4 ოქტომბერს, 14:30 საათზე, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და ბირთვული კვლევების ევროპულ ორგანიზაციას (CERN) შორის ურთიერთგაგების ორი ახალი მნიშვნელოვანი მემორანდუმი გაფორმდება. დოკუმენტის ხელმოწერა შედგება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში, მე-3 სართულზე.
მის: მერაბ კოსტავას #77
4 ოქტომბერს, 15:00 საათზე, თბილისის საკრებულოს სხდომა გაიმართება.
მის: თავისუფლების 2
4 ოქტომბერს, 15:00 საათზე, „დემოკრატიის კვლევის ცენტრი“ (DRC) დისკუსიას თემაზე: „რუსეთის სანქციები ოკუპირებულ აფხაზეთს - დეიზოლაციის გზების ძიებაში“ გამართავს.
თემა: „რუსეთის პასუხი აფხაზებს შეუსრულებელ „ვალდებულებებზე“ და სამშვიდობო პოლიტიკა, როგორც ხელისუფლების, ასევე სამოქალაქო სექტორის თანამშრომლობის პერსპექტივიდან“.
მის: აბაშიძის 34, სამუშაო სივრცე „ტერმინალში“
საკონტაქტო: მარიამ ჩიტიშვილი - 599 899 627
4 ოქტომბერს, 17:00 საათზე, თბილისი-საგარეჯოს 35 კმ-იანი მაგისტრალური გზის გახსნის ღონისძიება იგეგმება.
ღონისძიებას დაესწრებიან საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე, საავტომობილო გზების დეპარტამენტის და ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლები.
მის: თბილისი-საგარეჯოს ახალი მაგისტრალური გზა (საგარეჯოს კვანძთან)
საკონტაქტო პირი: თამარ ჯაფარიძე 595 88 88 80; ანა ჭიჭინაძე 595 04 97 49